მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილი საქართველოში ვიზიტისას? - საელჩო

641d5d4c1481d
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 12:23
562
საქართველოში გერმანიის საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტისას შეხვედრებისა და მთავარი გზავნილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას!“ - ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეთივე ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა და დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელის შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები