თანამედროვე ფინანსურ გარემოში ადამიანები სულ უფრო ხშირად ეძებენ ალტერნატიულ გზებს საკუთარი საჭიროებების დასაფინანსებლად, იქნება ეს ბინის თუ მიწის შეძენა, რემონტი, მცირე ბიზნესის დაწყება თუ სწავლის დაფინანსება, ავტომობილის შეძენა თუ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი;
ტრადიციულ ბანკებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია. მაგრამ რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და რატომ შეიძლება იყოს იგი თქვენთვის უფრო ხელსაყრელი არჩევანი, ვიდრე ბანკი?
რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის ფინანსური დაწესებულება, რომელიც სესხებს გასცემს სხვადასხვა მიზნობრიობით, იმ პირებისთვის, ვინც ხშირად, ტრადიციული ბანკის მოთხოვნებსა და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელმა მუშაობა ერთი დასაქმებულით დაიწყო და ახლა კომპანიაში 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი მიკროსაფინანსო კომპანიაა საქართველოში. ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ, სწრაფ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს, რაც მისაღებს ხდის იმ აუდიტორიისთვის, რომელიც სტანდარტულ საბანკო მომსახურებაზე წვდომას ნაკლებად ფლობს ან სწრაფი გადაწყვეტილება სურს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძირითადი უპირატესობები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძირითადი უპირატესობები შემდეგში გამოიხატება:
- სისწრაფე და მოქნილობა: სესხი ხშირად, 1 სამუშაო დღეში მტკიცდება, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს. მოქნილობა კი გულისხმობს, რომ სესხის პირობები მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით განისაზღვრება. მაგალითად, ბერმელი სთავაზობს სესხებს 1000-დან 200 000 ლარამდე, 10 წლამდე ვადით.
- მორგებულია ყველანაირი შემოსავლის ტიპის მომხმარებელზე: ტრადიციული ბანკისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მზად არიან, მცირე შემოსავლის მქონე, თვითდასაქმებულ ან მცირე ბიზნესის მქონე პირების ისტორია განიხილონ. სესხები გაიცემა როგორც დადასტურებული , ასევე დაუდასტურებელი შემოსავლებითაც.
- მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება: მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ინდივიდუალურ მიდგომას იყენებენ და მრავალფეროვან სერვისებს ქმნიან.
ხშირად დასმული კითხვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე
არის თუ არა მიკროსაფინანსო სესხი იაფი სესხის ალტერნატივა?
როგორც წესი, პროცენტული განაკვეთი შესაძლოა ოდნავ მაღალი იყოს ბანკთან შედარებით, თუმცა ბერმელში სესხის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად და მოქნილად, რაც საბოლოო ჯამში კომფორტს ქმნის მომხმარებლისთვის.
შემიძლია თუ არა ონლაინ სესხის განაცხადის შევსება ?
დიახ, ბერმელი გთავაზობთ ონლაინ სესხის მოთხოვნის ფორმას, რაც საშუალებას გაძლევთ მიკროსაფინანსო სესხი სახლიდან გაუსვლელად მოითხოვოთ სასურველო თანხა.
ბერმელში შესაძლებელია თუ არა ძვირფასი თვლით და ძვირფასი ლითონით უზრუნველოფილი სესხი?
დიახ. ბერმელი გთავაზობთ სალომბარდე მომსახურებასაც, რომელიც მომხმარებლის ძვირფას ლითონებს და ძვირფას თვალს სიფრთხილით და პროფესიულად ექცევა - არ ზიანდება და არ იჭრება ოქრო. ასევე ჩვენ ვაფასებთ ძვირფას თვლებს, რაც ზრდის გასაცემი სესხის ოდენობას.
რა ტიპის შემოსავალი უნდა მქონდეს თანხის გასატანად?
სესხის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი შემოსავლით, მათ შორის:
- თვითდასაქმება
- სამეწარმეო საქმიანობა
- გზავნილები
- იჯარა
- ხელფასი
რის საფუძველზე გასცემთ სესხებს?
სარეგისტრაციო მონაცემებისა და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. მხედველობაში იღებენ შემოსავალსა და საკრედიტო ისტორიას.
შესაძლებელია იპოთეკური სესხი მიწის უზრუნველყოფით?
კი. მთავარია მიწა იყოს რეგისტრირებული და მისი ღირებულება შეესაბამებოდეს მოთხოვნილ თანხასა და სტანდარტებს.
ფინანსური მომსახურება, რომელსაც ბერმელი გთვაზობთ, მორგებულია რეალურ საჭიროებებზე: უზრუნველყოფილი თუ არაუზრუნველყოფილი სესხები - არჩევანი მარტივია, პროცესი კი არასტანდარტული.
ანდე შენი ფინანსები გამოცდილებას, რომელიც 25 წელია მომხმარებელთან ერთად იზრდება!




























