მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საგადახდო სისტემა MIR და რა ტიპის პასუხისმგებლობის წინაშე დადგებით მისი გამოყენების შემთხვევაში - არჩილ მესტვირიშვილის განმარტება

62382cfb3b88c
თათია ჩაფიჩაძე
21.03.22 23:59
2037
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ შემუშავებული საგადახდო სისტემა MIR ბაზარზე 2015 წელს, იმჟამად მოსალოდნელი სანქციების დაწესების გამო შეიქმნა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე მისი გამოყენება სხვადასხვა ქვეყნებში იყო დაშვებული, მათ შორის ბულგარეთსა და თურქეთშიც.

2019 წლიდან MIR-ის ბარათების გამოყენება ხდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც, რაც არღვევს კანონს ოკუპაციის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს, რომ კომერციული ბანკის მიერ მისი გამოყენებაზე (ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში) რეაგირებას სები უსწრაფესად მოხდენს, სხვა იურიდიული პირის მხრიდან კი უცხოეთის პოსტ-ტერმინალის შემოტანისა და ამ ბარათებით მომსახურების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

„MIR-ი ეს არის სისტემა, რომელიც 2015 წელს შეიმუშავა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა. 2014-2015 წწ-ში ასევე იყო საუბარი რუსეთის სანქციებზე, მათ შორის SWIFT-დან მის ჩახსნაზე, ამის დაცვის მიზნით შეიმუშავეს ის სისტემა რომელშიც თავიდან ჩართული იყო რუსეთის კომერციული ბანკები, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც დაიწყო ოპერირება, მათ შორის 2019 წლიდან არის ოკუპირებულ აფხაზეთში და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც, MIR-ი ასევე არის ბულგარეთშიც, თურქეთშიც.

ჩვენ წერილობით მივმართეთ ამ ქვეყნებს და ვაცნობეთ რომ არ არის ლიცენზირებული და სხვათაშორის პირველი იყო უკრაინის ცენტრალური ბანკი ვინც დაგვიდასტურა რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ მოქმედებდა, მინდა აღვნიშნი უკრაინის ცენტრალურ ბანკთან ჩვენი კარგი ურთიერთობის შესახებ.

ჩვენც მოგვმართა MIR-მა რამდენიმეჯერ მაგრამ რადგან ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს, საქართველოს საფინანსო სისტემა, არცერთი კომერციული ბანკი და საგადახდო სისტემა არ ემსახურება მის ბარათებს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რომელიც მისი გამოყენების შემთხვევაში დადგება, საკითხი ორ ნაწილად იყოფა, ერთი ეხება უშუალოდ კომერციულ ბანკებს და თუ რომელიმე მათგანი დაიწყებს მის გამოყენებას ეს შედის ჩვენს კომპეტენციაში და რეაგირება ჩვენი მხრიდან იქნება სწრაფი და შესაბამისი. მეორე თეორიული დაშვებაა, რომ მაგალითად შემოიტანენ უცხოეთის პოსტ-ტერმინალს და ასე დაიწყებენ ამ ბარათებით მომსახურებას, ეს არის უკვე არარეგისტრირებული სამეწარმეო საქმიანობა, ამაზე სხვა ორგანოები არიან პასუხისმგებლები, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და რეაგირება იქნება შესაბამისი.

ჩვენი ინფორმაციით, ბათუმში აპირებდნენ და აღარ განუხორციელებიათ, როგორიც აცხადებენ ისინი არ იყვნენ შეთანხმებულები სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტთან, პრობლემა უკვე გადაჭრილია. მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ მაგალითად მაღაზიაში იყოს ის ხელმისაწვდომი, ჩათვალეთ რომ თქვენ მაღაზიაში ფული გადაუხადეთ გაურკვეველ პიროვნებას. თუკი რაიმე მსგავსი ფაქტი იქნება და გექნებათ ინფორმაცია აუცილებლად გვაცნობეთ და რეაგირება იქნება უსწრაფესი.“ - აცხადებს მესტვირიშვილი.

„საქმიანი დილის“ ეთერში მესტვირიშვილმა საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო ფინანსურ სანქციების მიერთების თემაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ადგილობრივი კომერციული ბანკები სანქციების შესახებ უწყვეტ რეჟიმში ანახლებენ ინფორმაციას, ყველა მიღებული შეზღუდვა კი ავტომატურ რეჟიმში ქართულ საფინანსო სექტორზეც ისახება.

„რუსეთის და ბელარუსიის ქმედებებს მოჰყვა შესაბამისი სანქციები მათ შორის საფინანსო სექტორის მხრიდან. იცით რომ ჩვენი ორი მსხვილი ბანკი ივაჭრება ლონდონის ბირჟაზე და მნიშვნელოვანია რომ იყოს დაცული ის სანქციები რომელიც თუნდაც ბრიტანეთის მარეგულირებელმა დააწესა. ჩვენ უკვე 26 თებერვალს ვაცნობეთ ფინანსურ სექტორს რომ სავალდებულო იყო ამერიკის, ევროპისა და ინგლისის მიერ დაწესებული სანქციების განუხრელად დაცვა, ამაზე მონიტორინგს ვახდენთ, იცით რომ სანქციები ყოველდღიურად ახლდება. ეს არის საერთაშორისო სიები, რომელზეც პირდაპირ ვართ მიბმულები.“ - განმარტა მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები