საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე BMTV-ს გადაცემაში, BMGDRIVE საუბრობს ტერიტორიული აღდგენის საკითხებზე.
მისივე თქმით, ტერიტორიული აღდგენის მთავარი გასაღები ევროკავშირის წევრობაა, რის შემდეგაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თავად აირჩევენ საქართველოს.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ეფექტს, მოხდება იმის გააზრება, რომ ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უდიდესი პერსპექტივა დაკარგეთ, როდესაც შეიძლებოდა ქართული პასპორტი ევროკავშირის პასპორტი გამხდარიყო და ამ ევროკავშირის პასპორტთან ერთად წამოსულიყო დოვლათი, იგივე ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში.
სამარცხვინო პროპაგანდა, აფხაზი დები და ძმები, ბოდიში უნდა მოვიხადოთ და რაღაც სამარცხვინო სისულელეები. არა - ტერიტორიული აღდგენის გასაღები დგას ისევ და ისევ იმაში, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ქართული პასპორტი გახდეს ევროკავშირის პასპორტი. აფხაზი და ოსი რას უყურებს? ერთის მხრივ აქვს რუსული პასპორტის პერსპექტივა, რომელიც კეთროვანია, ვერსად ვერ გადის, ვიზებს ვერ იღებს, ჩაკეტილია და მეორეს მხრივ საქართველოს ევროკავშირის პასპორტი, რომლის უკანაც დგას ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი, ჯანდაცვა, განათლება, უვიზო მიმოსვლა, ლეგალურად მუშაობის უფლება ევროპაში. რა თქმა უნდა, ის აფხაზი და ოსი რა თქმა უნდა ევროკავშირის პასპორტს აირჩევს და თვითონვე მოვლენ. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს, ძალიან დიდი საფრთხე დაემუქრა“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.