მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის Tesla Reality View?

Tesla Reality View

მსოფლიოს უმდიდესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია Tesla-მ სრული ავტომატური მართვის სისტემის განახლებული ვერსიის, FSD v15-ის გამოუშვა და მასთან ერთად წარადგინა Tesla Reality view.

პირველი რეალურ დროში მოქმედი AI ფუნქცია, რომელიც მანქანის გარშემო სივრცეს ვიდეო-თამაშის სტილში აგენერირებს და მძღოლს მართვისას ე.წ. Third Person view-ს რეალისტურად აღქმის საშუალებას აძლევს.

ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა, აშოკ ელუსვამიმ განაცხადა, რომ განახლებას პირველ ეტაპზე მომხმარებელთა საწყისი ნაკადი მიიღებს, აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კი ფართომასშტაბიანი გაშვება 2026 წლის დეკემბერში დააანონსა.

Tesla-ს ინფორმაციით, განახლებული სისტემა ეფუძნება გაუმჯობესებულ ვიზუალურ ენკოდერს, რომელიც FSD-ის, Robotaxi-სა და Optimus-ის პროექტებისთვის საერთო იქნება და მონაცემთა დამუშავების ეფექტიანობას მკვეთრად გაზრდის. შედეგად, შეცდომების დაშვების ალბათობა და მძღოლის ჩართვის საჭიროება 25-ჯერ შემცირდება.

ვიზუალიზაციაში ჩაშენებული ნიშნულები მგზავრებს დაგეგმილი მოხვევის შესახებ გააფრთხილებს, ეკრანზე შეხებით კი უსაჭოდ მართვის ფუნქცია მძღოლს საშუალებას მისცემს, ავტომობილი კონკრეტული წერტილისკენ თითის დაჭერით მიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები