მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის X Money – ილონ მასკის ახალი ფინტექ-პროექტი?

X Money

ილონ მასკის სოციალურმა პლატფორმა X-მა, ოფიციალურად წარადგინა საკუთარი საგადასახადო სერვისი – X Money.

ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ პლატფორმის შიგნით განახორციელონ ფულადი გზავნილები, გადაიხადონ კომუნალურები და შეიძინონ პროდუქცია პარტნიორი მაღაზიებიდან და კომპანიებიდან.

მასკის განცხადებით, X Money მიზნად ისახავს ტრადიციული საბანკო სისტემის ჩანაცვლებას უფრო სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემით, რომელიც ინტეგრირებული იქნება სოციალურ ქსელთან და X-ის ეკოსისტემაში არსებულ სხვა სერვისებთან.

მასკის განცხადებით, სისტემა მხარს უჭერს როგორც ფიატურ ვალუტებს, ისე კრიპტოვალუტებს, რაც მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას აძლევს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა პირდაპირი კონკურენციაა ისეთი გიგანტებისთვის, როგორიცაა: PayPal და Apple Pay, თუმცა X-ის უპირატესობა მის მრავალმილიონიან აქტიურ მომხმარებელთა ბაზაშია, რომლებიც უკვე ისედაც ყოველდღიურად იყენებენ აპლიკაციას კომუნიკაციისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად PayPal-ის თანადამფუძნებელი სწორედ ილონ მასკია, რომელსაც ფინტექ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები