მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბიზნესებს ფლობს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში?

ბაჩიაშვილი

ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ორ საქმეზე ედავება პირველი გირაო 2023 წლის 6 ივლისს შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საქმეზე რომელზეც მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს გირაო 50,000 ლარის ოდენობით 25 თებერვალს დაეკისრა.

ამასთან, სასამართლომ ამ დავების ფარგლებში დააყადაღა გიორგი ბაჩიაშვილის წილები მის კუთვნილ კომპანიებში.

გიორგი ბაჩიაშვილის ჰოლდინგია კომპანია Mission Gate-ი, რომელიც ტექნოლოგიების - ძირითადად კრიპტო მაინინგის სფეროში ახორციელებს ინვესტიციებს. Mission Gate-ის ვებგვერდის თანახმად კომპანია სხვადასხვა პროექტში პარტნიორობდა ისეთ გლობალურ მოთამაშეებთან როგორიცაა Bitfury, Hut 8, Coinfirm-ი, YouTravel-ი და სხვა კომპანიები.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის ბიზნესებს საქართველოში, მათ შორისაა კრიპტომატი, ბაზარი ორბელიანზე და კრიპტალი.

ამ კომპანიებიდან ერთს 2023 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული აქვს - ანგარიშის თანახმად, კომპანია "საქართველოს სავაჭრო ცენტრის", ანუ "ბაზარი ორბელიანზე"-ს აქტივები 9.6 მილიონი ლარია, მისი შემოსავალი კი 4.2 მილიონი ლარი იყო.

2022 წლის ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნებული აქვთ კომპანიებს "კრიპტალსა" და "კრიპტომატს", ანგარიშის თანახმად "კრიპტომატის" შემოსავალი მომსახურების გაწევიდან, ანუ კრიპტოვალუტის განაღდების სერვისის მიწოდებიდან 2022 წელს 5 მილიონ ლარს შეადგენდა, "კრიპტალის" შემოსავალი კი ამავე წელს 5.8 მილიონი ლარი იყო.

გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული დავების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები