“რეგლამენტის საბოლოო ვერსია შეჯერებულია და ვფიქრობ, რომ ტექნიკური სამუშაოები გავლილია, როგორც კი ახალი მთავრობა შეიკრიბება იმედია, რომ ერთ-ერთი მთავარი სამსჯელო საკითხი, შესაფუთი მასალები და მიტოვებული ავტომობილები იქნება.” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2021 წელს დამატებით ორი რეგლამენტი ქვეყანას ექნება და საბოლოო ჯამში მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით 6 რეგლამენტის შეჯერება მოხდება.
“აღნიშნული რეგლამენტების მიღება ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ახალ ბიძგს მოგვცემს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ჩავატარეთ და გვესმის, რომ ნარჩენების კუთხით ძალიან დიდი რეფორმაა ჩასატარებელი ამაზე ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა.” განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის: საკითხი 2019 წლიდან განხილვის საგანია, თუმცა ამ დრომდე სხვადასხვა მიზეზებით მისი ბოლომდე განხორციელება ვერ მოხერხდა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ბიზნესისთვის ახალი რეგულაციის დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ბიზნესმა მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნარჩენები, თავადვე უნდა შეაგროვოს და გადაამუშავოს. იმისათვის, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება რეალურად ამუშავდეს, საჭიროა, კანონქვემდებარე აქტების მიღება. უკვე დიდი ხანია ბიზნესი ელოდება, კანონქვემდებარე აქტის მიღებას შესაფუთ მასალებთან დაკავშირებით, რაც რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე ფართო ნაწილია.
ინტერვიუ ლევან დავითაშვილთან:




























