მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა აშშ-ის ეკონომიკას ჰოლივუდის მსახიობთა გაფიცვები?

ჰოლივუდი

ამერიკის მსახიობთა გილდიამ (Sag-Aftra), 4 თვიანი გაფიცვის შემდეგ, კინემატოგრაფიის და ტელე-პროდუსერების ალიანსთან (AMPTP) შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც ჰოლივუდის მსხვილ სტუდიებში ცნობილი სატელევიზიო შოუების გადაღებები განახლდება.

მსახიობთა მთავარი მოთხოვნები სტრიმინგპლატფორმებისა და სტუდიებისთვის ხელფასების გაუმჯობესება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გარანტიები იყო.

გაფიცვების დასრულების შესახებ ინფორმაცია მსახიობთა გილდიის პრეზიდენტმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელა.

“ჩვენ ეს შევძელით! მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიულ შეთანხმებაში მონაწილეობა მიიღო”, - წერს ფრენ დრეშერი.

SagAftra-ს ცნობით შეთანხმების მოცულობა $1 მილიარდს აღემატება და მინიმალური ხელფასის ზრდასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, მსახიობები ამიერიდან სტრიმინგ პლატფორმებისგან “მონაწილეობის ბონუსებსაც” მიიღებენ. გარდა ამისა, ამიერიდან მსახიობებს ხელოვნური ინტელექტის მიერ მათი ვიზუალისა და ხმის გამოყენებისგან გაუმჯობესებული დაცვა ექნებათ.

გაფიცვა ოფიციალურად დღეს დასრულდება და დამატებითი მოლაპარაკებები ხვალიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ SagAftra 160 000 მსახიობს წარმოადგენს, რომლებმაც პროტესტი 14 ივლისიდან დაიწყეს. ინდუსტრიის მნიშვნელოვანი პროდუქტების - Dune: ნაწილი 2, Avengers: The Kang Dynasty-სა და Avengers: Secret Wars-ის გამოშვება ერთი წლით გადაიდო. გაფიცვა შეეხო დისნეის ცნობილი ანიმაციების რიმეიქებსაც.

ჰოლივუდში მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვა აშშ-ის ეკონომიკას, დაახლოებით, $6.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ლოს-ანჯელესის მერის შეფასებით, საპროტესტო ტალღამ ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანი დააზარალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები