მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ძალადობაც ვნახეთ მშვიდობიან დემონსტრანტებზე მიუღებელია - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე შალენბერგი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი ამბობს, რომ არ სურს საქართველოსთვის ევროპის კარი დაიხუროს, რადგან ქართველების უმეტესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დღეს თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის დღევანდელ საბჭოზე 2 საკითხი განიხილება.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ პერსონალურ სანქციებზე (“ქართული ოცნების” წარმომადგენლების) და უვიზო რეჟიმის შეზღუდვის საკითხზე. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შემოთავაზებულ სანქციებს მხარს დაუჭერს.

"ვიცით, რომ ქართველების უმრავლესობას ევროპული გზა სურს. ასე რომ, ჩვენი მხრიდან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ წავიდეთ ძალიან შორს და დავამსხვრიოთ ის, რაც შემდეგ კვლავ უნდა გამოვასწოროთ. თუმცა რა ძალადობაც ვნახეთ გასულ კვირაში მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მიუღებელია და გზავნილი მნიშვნელოვანია. დღეს განვიხილავთ გავაუქმოთ თუ არა უვიზო დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და გამოვიყენოთ მიზანმიმართული სანქციები. მეორე არის ის, რომ მოდით, ნუ დავუხურავთ კარს საქართველოს ხალხი არ იმსახურებს ამას", - აცხადებს შალენბერგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები