მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება ევრო 2024-ზე დასასწრები ბილეთები?

რრ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებს 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ბილეთების ყიდვა 15 აპრილიდან შეეძლებათ.

უეფას პორტალზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების ფასი 30 ევროდან იწყება და 400 ევრომდე მერყეობს.

როგორც ცნობილია, ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ღირებულება იქნება 30, 60, 150, 200 და 400 ევრო. მე-16 ტურის ბილეთების ფასი იქნება 50, 85, 175, 250 და 500 ევრო. მეოთხედფინალის ბილეთის ფასები 60, 100, 200 და 700 ევრო ნახევარფინალის ბილეთების ფასი იქნება- 80, 195, 400, 600 და 900 ევრო. ხოლო ფინალზე დასაწრები ბილეთების ფასი დაიწყება 95 ევროდან. ასევე ფინალის ბილეთები ეღირება 300, 600, 1000 და 2000 ევრო.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა 2 პენალტის გატანა შეძლეს. ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 14 ივნისს მიუნხენში გაიმართება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები