საქართველოს რკინიგზამ აზერბაიჯანის რკინიგზასთან მიღწეული შეთანხმებით ფოთიდან და ბათუმიდან ბაქოს მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი დანიშნა. მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმება რამდენიმე დღის წინ ალმათში გაფორმდა.
დღეს კი საქართველოს რკინიგზამ გამოაქვეყნა ახალი მიმართულების სატრანსპორტო ტარიფები - 40 ფუტის კონტეინერის გადატანის ღირებულება ფოთიდან აფშერონის მიმართულებით 1021 დოლარი იქნება, ხოლო ბათუმიდან აფშერონის მიმართულებით 1036 დოლარი.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალი ბლოკმატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკმატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს.
ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ, შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის ფოთის პორტიდან ბაქოში ჩატანას უმოკლეს დროში შეძლებენ.
ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან.
ახალი ტარიფები ასე ნაწილდება:





























