მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები, ფრენა და სასტუმრო?

მამარდაშვილი

ეროვნული ნაკრებისთვის ევროპული თავგადასავალი მერვედფინალურ ეტაპზე გერმანიის ქალაქ კიოლნში გაგრძელდება.

ტურნირის დებიუტანტის მხრიდან, პორტუგალიის დამაჯერებელი მოგების შემდეგ 30 ივნისს საქართველოს დროით 23:00 საათზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბილეთები

viagogo.com-ის ამ მომენტის მონაცემებით, 50 000 ადამიანის ტევადობის RheinEnergieStadion-ზე ბილეთების ფასები ასეთია:

  • ფან-ზონა - 899 ლარი;
  • მე-3 კატეგორია - 691 ლარი;
  • მე-2 კატეგორია - 928 ლარი;
  • 1-ლი კატეგორია - 983 ლარი;
  • პრემიუმ-ადგილი - 1 019 ლარი.

თუმცა, აქ არ არის ასახული UEFA-ს მიერ დაწესებული კვოტის ბილეთები და ფასები. bm.ge ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა კითხვებით, როდის დაიწყება კვოტის ფარგლებში გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა.

ფედერაციის თქმით, სრული ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

კვოტის მიღმა კი, UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ფასები ასეთია:

  • ფან-ზონა - 50 ევრო;
  • მე-3 კატეგორია - 85 ევრო;
  • მე-2 კატეგორია - 175 ევრო;
  • 1-ლი კატეგორია - 250 ევრო;
  • პრემიუმ-ადგილი - 500 ევრო

ავიაბილეთები

საქართველოდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირი ფრენა არ სრულდება, თუმცა wizzair-ს პირდაპირი რეისი აქვს ქუთაისიდან დიუსელდორფის მიმართულებით, რომელიც კიოლნიდან 49 კილომეტრშია.

აქ უახლოესი რეისი 28 ივნისს შესრულდება, თუმცა ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ასევე, არცერთი ბილეთი აღარ არის დარჩენილი 1 ივლისს უკან დასაბრუნებლადაც.

პირდაპირ რეისს ასრულებს დიუსელდორფის მიმართულებით "აირზენაც". უახლოესი ფრენა დღეს შესრულდება და ბილეთის ფასი 907 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება გადაჯდომით ფრენებს 28 და 29 ივნისს კიოლნამდე Pegasus-ით ფრენა 1 459 ლარიდან დაგიჯდებათ, Turkish Airlines 2 601 ლარიდან, ხოლო გერმანული Lufthansa 1 846 ლარიდან.

აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ავიარეისების სუბსიდირება გაგრძელდება იქამდე, სანამ "ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. თუმცა, რეისები ჯერ არ დანიშნულა და აეროპორტების გაერთიანებაში bm.ge-ის უთხრეს, რომ თემაზე ამ მომენტში მუშაობენ.

სასტუმრო

კიოლნში, უახლოეს დღეებში ერთი ღამით სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი 215 ლარიდან იწყება და 1 500 ლარს სცდება.

  • 2 ვარსკვლავიანი სასტუმრო - 288 ლარიდან 802 ლარამდე;
  • 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო - 310 ლარიდან 1 181 ლარამდე;
  • 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო - 557 ლარიდან 2 513 ლარამდე.

ასევე, საგზურების გაყიდვა დაიწყეს ტურისტულმა სააგენტოებმა, სადაც სრული პაკეტის ფასი 2990 ლარიდან იწყება და 3220 ლარს აღწევს.

bm.ge დამატებით ინფორმაციას მატჩის და ავიაბილეთების შესახებ დღის განმავლობაში მოგაწვდით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები