მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება რუსეთისათვის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას? - TCRC

645e475fba0ae
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.23 19:18
1999
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას აფასებს. ცენტრში აქცენტს რუსეთის ეკონომიკაზე ამ გადაწყვეტილების გავლენას აფასებენ.

კვლევის ცენტრში მიიჩნევენ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირველ რიგში რუსეთისთვის ეკონომიკური დივიდენდის მიღების წინაპირობაა.

„იმ ვითარებაში, როდესაც "პარალელური ექსპორტის" შეზღუდვებით, რუსეთზე სანქციების "მარყუჟის" მორგება, ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას რა ეკონომიკური ეფექტი ექნება, უშუალოდ რუსეთისათვის?

რუსეთთან საქონელბრუნვაში, მის ბაზრებზე სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებაზე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, სხვადასხვა ალტერნატიული დერეფნებით, გამართული და საიმედო ლოგისტიკური სისტემების არსებობას, რომლებიც ხშირად სანქცირებული ტვირთების მიწოდებისთვის გამოიყენება.

ამ პროცესში, ცენტრალური ადგილი უკავია, საავტომობილო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვებს, სადღეისოდ, ქართველ გადამზიდავს, დაუბრკოლებლივ შეუძლია, თუნდაც თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ბაზრებიდან რუსეთში საქონლის მიწოდება და გამოტანა.

ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში გამავალი სატრანსპორტო არტერიებით, ხორციელდება ე.წ. "პარალელური ექსპორტი" რუსეთის მიმართულებით, ამ ჯაჭვში, აქტიურად არიან ჩართულნი ქართველი გადამზიდავები.

ქართველი გადამზიდავებისათვის, ამ სივრცეში დაუბრკოლებლად გადასაადგილებლად, დღემდე მხოლოდ, ერთი წინაღობა არსებობდა - რუსეთში მოქმედი სავიზო რეჟიმი, რომელიც თავიდანვე კორუფციის უკიდეგანო "ბუდეს" წარმოადგენდა. რეგიონის სხვა ქვეყნებში ქართველების მიმართ სავიზო რეჟიმი არ ფუნქციონირებს.

ვიზების მიღება, ქართველი გადამზიდავებისათვის, კორუფციის არსებობის გამო, ხშირად "ფუფუნებას" წარმოადგენს, პირობითად რუსეთის საელჩოსთან გარეშე, შუამავალთან გარიგების საფუძველზე 500 დოლარის გადახდის შემდგომ ვიზის მიღება ქართველი მძღოლისთვის ერთგვარი გასაღებს წარმოადგენს, რუსეთის ბაზარზე გადაზიდვების განსახორციელებლად.

ვიზის მიღების კარგად აწყობილი "კონვეირი" დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს. მაგრამ ბუნებრივია, მრავალი მსურველია, რომელიც ასეთი მაღალი ფინანსების გამო რუსეთის ბაზარზე ვერ შედის.

იმ ვითარებაში, როდესაც ჩაიხსნება სავიზო რეჟიმის პრობლემა, რუსეთის ბაზარზე "პარალელური ექსპორტის" საშუალებით, ქართველი გადამზიდავების რუსეთის ბაზრის დაუბრკოლებლად შესვლით, გაიზრდება საქონლის მიწოდება / გამოტანა, რაც უპირველეს ყოვლისა რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებშია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირველ რიგში, რუსეთის დამატებითი ეკონომიკური დივიდენდის მიღების წინაპირობად უნდა იქნას განხილული“, - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები