მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა? - მინისტრის განმარტება

63e0f40474e8d
ინგა მურუსიძე
06.02.23 16:34
969
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი მზად არის, ფორმალური ინტერესთა გამოხატვის პროცესი გარკვეულწილად გადავდეთ, მაგრამ ეს დროში ანაკლიის პროექტის დაგვიანებას არ გამოიწვევს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა მონაწილე მხარესთან, ამ კვირის განმავლობაში და მომავალ კვირაში დაინტერესებულ ჯგუფებთან მე მაქვს შეხვედრები, და გვინდა, რომ ყველა მოსაზრება იყოს ასახული. ამიტომაც არ ვიჩქარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი მზად არის, ფორმალური ინტერესთა გამოხატვის პროცესი გარკვეულწილად გადავდეთ, მაგრამ ეს დროში პროექტის დაგვიანებას არ გამოიწვევს.

პირიქით, რაც უფრო მეტი წინასწარი მოსამზადებელი შიდა სამუშაო ჩატარდება, მით უფრო ეფექტიანი ვიქნებით შერჩევის პროცესში. მით უფრო ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად კერძო პარტნიორი, ან პარტნიორები უნდა შევარჩიოთ და შემდგომში დავიწყოთ განხორციელება. ჩვენ სავარაუდოდ მიმდინარე წელს შევძლებთ, რომ დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები, ეს არის ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება ეკონომიკის სამინისტროში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ერთვება და პროექტს 51%-იანი თანამონაწილეობით დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები