მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა "კრისტალის" საბანკო ლიცენზიის მიღების საკითხი?

ილია რევია

მოლოდინია, რომ საბანკო ლიცენზიის მიღების საკითხი წლის ბოლომდე პროცედურულად უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციის “კრისტალის” უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ ისაუბრა.

მისი შეფასებით, საბანკო ლიცენზირების მისაღებად, როგორც კომპანიის, ასევე რეგულატორის მხრიდან დიდი შრომაა ჩადებული. შედეგად, პროცესები "ფინიშზეა" გასული.

„საოპერაციო მიმართულებებით, ფინანსური შედეგებითა თუ სხვა ტიპის შედეგებითაც ეს წელი „კრისტალისთვის“ გამორჩეულია. ტოპ 5 ფინანსურ ორგანიზაციაში ვართ შედეგებით. იქნება ეს მოგებიანობა თუ სხვა ფინანსური პარამეტრი. ამასთან ერთად, ორგანიზაციისთვის სხვა ტიპის ტრანსფორმაციისა თუ აღიარებითი ნაბიჯები მოდის, რაც არა მხოლოდ ფინანსური შედეგია. ვავითარებთ ახალ პროდუქტებს, რაც ძალიან მახარებს და კიდევ უფრო მეტი ახალი პროდუქტის და კლიენტების სეგმენტის საშუალება გვეძლევა უკვე ტრანსფორმაციის შედეგის შემდგომ. იქნება ეს მცირე ბიზნესის დაკრედიტება, საშუალო ბიზნესის დაკრედიტება.

მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის არა მხოლოდ მიკროსაფინანსო ბაზარი, არამედ ეტაპობრივად გარდაქმნა მცირე და საშუალო ბიზნესისკენ, ლიცენზირების შემდგომ“, - ამბობს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები