თბილისის მახლობლად 2022 წელს 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ლიცენზიას აღნიშნულ ფართობზე კომპანია "ბლოკ ენერჯი" ფლობს, რომელიც ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ჰეივუდი BM.GE-თან აცხადებს, რომ მიმდინარე რეჟიმშია აუდიტის პროცესი. პოლ ჰეივუდის თქმით, პარალელურად "ბლოკ ენერჯი" პროექტის განვითარების მიზნით პარტნიორების მოძიებას იწყებს.
“ამ პროექტთან მიმართებით უკვე დასრულებულია შიდა მოკვლევის სამუშაოები. გვჯერა, რომ ადგილზე პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა არსებობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს აუდიტის მესამე ეტაპი, რომელსაც ბრიტანული კომპანია ახორციელებს და შედეგებს 7 იანვრამდე დადებს. შემდეგი ეტაპი უკვე იქნება პარტნიორის მოძიება, ვგულისხმობ მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც გავესაუბრებით პროექტის პოტენციალზე და შევეცდებით დავაინტერესოთ, რომ ჩაერთონ იმ საოცარ მოგზაურობაში, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებული რესურსების განვითარებას გულისხმობს”, - ამბობს პოლ ჰეივუდი.
როგორც აქამდე იყო ცნობილი, ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები ვერტიკალურთან ერთად ჰორიზანტალურ ბურღვით სამუშაოებსაც მოითხოვდა. ბლოკ ენერჯის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მომავალი წლიდან ადგილზე ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოები დაიწყება.
“4500-5000 მეტრიანი ჭაბურღილის ბურღვა ხდება ვერტიკალურად და შემდეგ ჩვენი მიზანია რომ გავბურღოთ 1000 მეტრი ჰორიზონტალურად რეზერვუარის გასწვრივ. Ეს სარისკო ნაბიჯია თუმცა მიზანია, უკვე დადგენილ, 16 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის მოპოვების პოტენციალს მივუახლოვდეთ. Ახლა მთავარი კითხვაა როდის დავიწყებთ ბურღვით სამუშაოებს, ბურღვით სამუშაოების დაწყებას მომავალი წლის დასაწყისში ვგეგმავთ. აქტიური მარკეტინგული კამპანია, მესამე მხარის მოსაძიებლად რეგიონის ქვეყნებში 2024 დაწყება და 3-6 თვემდე გაგრძელდება”, - აცხადებს ჰეივუდი.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 2024 წელს მთავარი აქცენტი სწორედ ამ პროექტზე გაკეთდება. მისი თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1-1.5 მლრდ დოლარია, ამ მიმართულებით ინვესტირება რამდენიმე ფაზად განხორციელდება და 150-200 მილიონ დოლარს მიაღწევს.