მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა უსახური შენობების დემონტაჟის პროგრამა? - ქარსელაძის განმარტება

643e7b6d7cd07
ინგა მურუსიძე
18.04.23 15:23
720
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ირწმუნება, რომ უსახური შენობების დემონტაჟის შესახებ ნებისმიერი ფორმით საუბარი იმაზე, რომ რაიმე არ ხდება კანონის შესაბამისად, უსაფუძვლოა.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. „უსახურ შენობებზე პროცესი დაწყებულია, განკარგულების გამოცემის დღიდან. იდენტიფიცირებულია ის შენობები, რომლებიც არის როგორც მუნიციპალურ საკუთრებაში, ასევე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში. დღეისთვის 209 უსახურ შენობაზე უკვე გაგზავნილია მოთხოვნა სამხარაულის ბიუროში დასკვნების მომზადებისთვის. 17 მათგანზე დემონტაჟი-მოსუფთავების სამუშაოებია დაწყებული. ამ პროგრამის ფარგლებში პროგრესი გვაქვს და განსაზღვრულია ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ რაიმე არ ხდება კანონის შესაბამისად, მოკლებულია რეალობას და სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.

შესყიდვების ძალიან ბევრი ფორმა არსებობს და კანონი განსაზღვრავს როგორ შეიძლება მოხდეს ეს პროცესი და გამოყენებული იქნება ნებისმიერი ფორმა“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიღებულია განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. ქვეყნის მასშტაბით, შეისწავლიან ისეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ამახინჯებენ ქალაქის იერ-სახეს ან/და, რომლებიც არ არის უსაფრთხო და საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი დემონტაჟი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები