მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვმუშაობთ, რომ რიკოთის 149-ე კმ-ზე გადაადგილება შეზღუდვების გარეშე მალე გახდეს შესაძლებელი"

6447987b13034
BM.GE
25.04.23 13:09
579
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე შეზღუდვების გარეშე გადაადგილება მაქსიმალურად მალე გახდეს შესაძლებელი.

საქმე ის არის, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ მთაზე გაჩნდა მეწყერსაშიში ბზარები, რისი შესწავლაც ახლა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რიკოთს, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს კვლევა-ძიების და საპროექტო სამუშაოები. 149-ე კილომეტრს რაც შეეხება, გაყვანილია შესაბამისი გზები, რომ მეწყერსაშიში ზონა იქნას შესწავლილი და საბოლოოდ მოხდეს საინჟინრო გადაწყვეტის დაწყება. გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გვექნება პრობლემის წინასწარი გადაწყვეტის პროექტი და ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ, თუ როდის შევძლებთ სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის დაშვებას. ეს ყველაფერი კვლავ და კვლავ, ჩაკეტვა და გადართვა დაფუძნებული იქნება მეცნიერულად, ექსპერტების მიერ დასაბუთებული, გამოკვლეული, შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე“, - განაცხადა ქარსელაძემ.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა 30 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ავტომობილები შეზღუდული რეჟიმით გადაადგილდებიან. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები