მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზიანდება თუ არა სოფელ ფუთში სახლები რიკოთის გზის მშენებლობის გამო? - ქარსელაძის პასუხი

ქარს
BM. GE
14.08.23 18:46
32

შესაბამისი ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად არ ვლინდება, რომ გზის მშენებლობას რაიმე ზეგავლენა ჰქონდა ამ ნაგებობებზე - ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სოფელ ფუთის მოსახლეობის განცხადებას ეხებოდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ისინი ამბობენ, რომ მათი  სახლები სავარაუდოდ, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის გამო დაზიანდა.

"ჩვენი სპეციალისტები ინტენსიურად არიან ჩართულები უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვინც მსგავსი ტიპის გამოწვევებზე საუბრობს. სამუშაოების დაწყებამდე ხდება ყველა პოტენციური მდებარეობის, მათ შორის სახლების, ასევე, სხვა ნაგებობების მონახულება და შესწავლა, მათი მდგომარეობის დადგენა, შესაბამისი ნიშნულების განთავსება იმდაგვარად რომ თუკი რაიმე ზემოქმედება იქნება ყველაფერი დადგენილი პროცედურების დაცვით იყოს ნაწარმოები.

შესაბამისი ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად არ ვლინდება რომ გზის მშენებლობას რაიმე ზეგავლენა ჰქონდა ამ ნაგებობებზე. იმ შემთხვევაში თუკი ასეთი ტიპის ზეგავლენა დადასტურება, ბუნებრივია, ამისთვისაც არის შესაბამისი პროცედურა, როდესაც ხდება ან კომპენსაციების გაცემა, განსახლება, ან სხვა სახის დადგენილი ღონისძიებები, მთავარია, ამის საფუძველი არსებობდეს. იქ, სადაც დასრულებულია სამუშაოები, დადგენილია რომ ზემოქმედება არ არის.

ფუთის შემთხვევაში ამჟამადაც მიმდინარეობს გარკვეული ტიპის სამუშაოები, ამიტომ აქ ჩვეულებრივად პროცედურულად გრძელდება მონიტორინგი და დაკვირვება. ეს არის აუცილებელი პროცედურა, რომელსაც ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებთ, ისევე, როგორც ყველა სხვა პროცედურას. მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიული კვლევებისა და შემოწმებების მიმართულებით, მხოლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ან მხოლოდ ზედამხედველი კომპანიის მონიტორინგს არ ვეყრდნობით, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გვქონდა იმის პრაქტიკა, მრავლად, როდესაც ერთვებოდა სამხარაულის ეროვნული ბიურო, რათა დადგენილიყო ზემოქმედება’’- განაცხადა ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები