მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ რიკოთის რომელიმე მონაკვეთზე რაღაც გაძვირდა, ან ორჯერაა გადახდილი" - მინისტრი

რიკოთი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ რიკოთის რომელიმე მონაკვეთზე სამუშაოების დროს რაღაც გაძვირდა, ან რაღაცა ორჯერ არის გადახდილი, უსაფუძვლოა. საკითხზე მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრმა ასე უპასუხა დეპუტატ რომან გოცირიძის კრიტიკას, რომელიც ამბობს, რომ პროექტის გადავადება თავისთავად იწვევს ფულის ფლანგვას. „პროექტი ოთხი წლის წინ გადავადდა, ოთხი წლის წინ სხვა ფასები იყო. ქვეყანას 600 მლნ აზარალეთ მარტო დროში ჩაუტევლობის გამო“, - თქვა დეპუტატმა.

მინისტრმა კი უპასუხა, რომ პროექტის ღირებულების ერთადერთი მარეგულირებელი ხელშეკრულებაა.

"ამიტომ შევეცადე, რომ სიღრმისეულად, ფორმატის გათვალისწინებით ამეხსნა, თუ როგორ რეგულირდება ეს ურთიერთობები. რაც FIDIC-ის ხელშეკრულებებით არის გაფორმებული, ამ ხელშეკრულების საფინანსო ნაწილი სრულ შესაბამისობაში და ფარგლებშია. არაფერი გაზრდილა, რაც იმ პირობებით არის განსაზღვრული. მე უბრალოდ ვარაუდს გამოვთქვა, თქვენ სავარაუდოდ რა ციფრებით ცდილობთ მოსახლეობას უთხრათ, თითქოს 700 მილიონით გაიზარდა აღნიშნული. ერთი თეთრითაც არ გაზრდილა, როგორც იყო FIDIC-ის ხელშეკრულების პირობებში სახელშეკრულებო ღირებულება, სხვა ფინანსური კომპონენტები რაც არის, იმის ფარგლებშია. თქვენ სავარაუდოდ უყურებთ საშუალოვადიან დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს მომდევნო წლებში დაგეგმილი ხარჯვის ჯამს და პირიქით“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციისთვის, 2017 წელს საქართველო საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ფედერაცია FIDIC-ის წევრი გახდა.

FIDIC-ის კონტრაქტები ითვალისწინებს, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატების საარბიტრაჟო წესები უნდა იყოს გამოყენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არბიტრაჟში დავების შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები