მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ფაქტორები იქნება წელს ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შემშლელი? - ეკონომისტების შეფასება

საქართველო

PMCG-ის მიერ 2024 წლის IV კვარტალში გამოკითხულმა ეკონომისტებმა დაასახელეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 2025 წელს.

PMCG-ის "საქართველოს ეკონომიკური კლიმატის" მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის IV კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მიერ პოლიტიკური არასტაბილურობა დასახელდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მას მოჰყვა ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა და შიდა მოთხოვნის შემცირება.

იმპორტირებული ინფლაცია და რეგიონული სამხედრო კონფლიქტები ნაკლებად მნიშვნელოვან
ფაქტორებად შეფასდა. გამოკითხულმა ეკონომისტებმა შიდა ფაქტორები (მაგალითად, პოლიტიკური არეულობა) უფრო გავლენიან ფაქტორებად მიიჩნიეს, ვიდრე გლობალური ფაქტორები (მაგალითად, რეგიონული სამხედრო კონფლიქტები).

ცნობისთვის, PMCG-ისგან კვარტალური კითხვარი 60 ეკონომისტს ეგზავნება. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტლების მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები