მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად და რა სიხშირით შეძლებთ Georgian Wings-ის რეისებით ბათუმში გადაფრენას?

64afcb96919f7
თინათინ ნატმელაძე
13.07.23 14:14
7010
ქართული ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, პირველი ფრენა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 28 ივლისზეა დაგეგმილი. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიამ 12 ივლისს გაავრცელა. 

სატვირთო გადამზიდავი კომპანიის მიერ სამგზავრო მიმართულების განვიტარების შესახებ GeoSky-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თემურ ლელაძემ "საქმიანი დილაში" სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბილებეთის გაყიდვები 12 ივლისიდან დაიწყო, მსურველებს ბილეთების შეძენა კი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც 15 ივლისიდან შეეძლებათ. GeoSky-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ თბილისი-ბათუმის რეისზე ბილეთის ღირებულება 150 ლარიდან დაიწყება და სხვადასხვა მოთხოვნის - ბარგის, ცხოველის წაყვანისა და თუ სხვა პირობების შემთხვევაში შეიცვლება. რაც შეეხება ფრენის ინტენსივობას, Georgian Wings-ი კვირაში 12 ფრენა შეასრულებს.

"იქნება როგორც დილის, ისე საღამოს ფრენები, კონკრეტულად, დილის ფრენა იქნება 09:00 საათზე, ხოლო საღამოს ფრენა 20:00-21:00 საათზე. ეს დროები სრულად ბაზრის მოთხოვნაზეა მორგებული - მგზავრებ დასავლეთ საქართველოში წასვლა დილით შეეძლებათ, ერთ საათში იქ იქნებიან, საღამოს კი უკან დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. ცხადია, ახალი წამოწყება ძალიან მომგებიანია ტურიზმისთვისაც", - ამბობს GeoSkys-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
    
ის დაასძენს, რომ კომპანია Geosky-ის სამგზავრო ფრენების დაწყების იდეა სულ ჰქონდა, თუმცა მის შესრულებამდე დრო იყო საჭირო. "ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, საკმაოდ დიდ შრომას და ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვდა", - პასუხობს თემურ ლელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები