მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად გაიყიდა მაიკლ ჯორდანის 1992 წლის ოლიმპიური ეკიპირება?

647111952fada
ირაკლი მოდებაძე
27.05.23 00:05
650
NBA-ის დიდების დარბაზის წევრმა და ორ გზის საუკეთესო მოთამაშემ, კარლ მელოუნმა 1992 წლის ამერიკის ,,ოცნების გუნდის’’ ეკიპირება ჯამში 5.38 მილიონ დოლარად გაყიდა.

მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული გუნდის ლიდერის, მაიკლ ჯორდანის ხელმოწერილი მაისური აღმოჩნდა, რომელიც 3.03 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მელოუნმა აუქციონზე გამოიტანა ყველა მოთამაშის ნაცვამი ფეხსაცმელებიც, სადაც პირველობა კვლავ ჯორდანს ერგო, რომლის Air Jordan-ები 420 ათას დოლარად შეფასდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მაისური და ფეხსაცმელი კალათბურთელებს ლიეტუვასთან ნახევარფინალურ მატჩში ეცვათ.

ამ გაყიდვით ჯორდანის მაისური გახდა ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმელი, რომელიც კი ოლიმპიური თამაშებიდან გაყიდულა, მანამდე კი რეკორდი 1980 წლის ოლიმპიური თამაშების მაიკ ერუზიონის ჰოკეის მაისურს ეკუთვნოდა, რომლის სარეალიზაციო ფასიც 657 ათასი დოლარი იყო.

ცნობისთვის ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან ყველაზე ძვირადღირებული 8.8 მილიონ დოლარად შეფასებული ნივთი 1892 წლის ოლიმპიური მანიფესტია, რომელშიც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღორძინების შესახებაა ინფორმაცია გადმოცემული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები