მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯორდანის NBA-ის ექვს ფინალში ნაცვამი ფეხსაცმელები აუქციონზე გაიყიდება

Air Jordan აუქციონი

მაიკლ ჯორდანი ერთ-ერთია იმ სპორტსმენებს შორის, რომლის ნივთებიც აუქციონებზე უდიდეს ფასად იყიდება. ახლახან სოთბის სააუქციონო სახლმა დააანონსა უპრეცედენტო კოლექციის გაყიდვა, რომელსაც “სადინასტიო კოლექციას” უწოდებენ. საუბარია “Air Jordan-ის” ფეხსაცმელებზე, რომლებიც ჯორდანს უშუალოდ NBA-ის ფინალების გადამწყვეტ შეხვედრებში ეცვა.

ტიმ ჰალამი, რომელიც “ჩიკაგო ბულსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელი ხელმძღვანელია, პირადად იღებდა ჯორდანისგან ფეხსაცმელს 1991 წლიდან ყოველი მოგებული ფინალის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ჯორდანს ცრუ რწმენების სჯეროდა და ამას გამარჯვების მოსაპოვებლად აკეთებდა.

ჰალამმა გადაწყვიტა ფეხსაცმელები აუქციონზე გამოეტანა, რომელიც სტარტს 2 თებერვალს აიღებს და 7-იდან 10 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ელის.
აუქციონზე წარმოდგენილი იქნება: Air Jordan 6, 7, 8, 11, 12, 14. Air Jordan-ის ფეხსაცმელების გარდა აუქციონზე წარმოდგენილი იქნება თავად მაიკლ ჯორდანის ფოტოები საჩემპიონო თასებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 1998 წლის NBA-ის ფინალის მეორე თამაშში ნაცვამი Air Jordan 13, ჯორდანის ხელმოწერით, 2,2 მილიონ დოლარად გაიყიდა, რამაც მას ყველაზე ძვირად ღირებული სნიკერის წოდება მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები