მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად ყიდულობს საქართველოს მთავრობა საწვავს?

ბენზინგასამართი

საქართველოს მთავრობა, სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება. 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით საწვავის ფასი უცვლელად შენარჩუნდა.

როგორ გამოითვლება საწვავის ფასი მთავრობისთვის - პირობები:

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი. აგვისტოს განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $831 დოლარს შეადგენდა.

შესასყიდი საწვავის ფასები ასე ნაწილდება:

  • რეგულარი - აგვისტოს ფასი მთავრობისთვის 2.67 ლარი;
  • პრემიუმი - აგვისტოს ფასი მთავრობისთვის 2.69 ლარი;
  • სუპერი - მაისის ფასი მთავრობისთვის 2.97 ლარი;

რაც შეეხება საწვავის ფასებს ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, ის აღნიშნულ ფასებზე საშუალოდ 50-60 თეთრით უფრო ძვირი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები