მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გაძვირდა/გაიაფდა მაისში საქართველოში ყველაზე მეტად - TOP 10

ინფლაციის ზრდა

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები 8.3%-ით გაიზარდა.

BM.GE გთავაზობთ გასულ თვეში ყველაზე მეტად გაძვირებულ/გაიაფებულ პროდუქტებს.

მაისში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები და მომსახურება ასე გამოიყურება:

  • ლიმონი - ზრდა 84.87%
  • კიტრი - 55.67%
  • კივი - 52.74%
  • მზესუმზირის ზეთი - 30.17%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 26.95%
  • კომბოსტო - 26.71%
  • კაკაო - 25.74%
  • ნაყინი - 25.49%
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 23.31%
  • საავადმყოფოს მომსახურება - 21.58%

მაისში ყველაზე მეტად შემდეგი პროდუქტები გაიაფდა:

  • სარეცხი მანქანა - კლება 11.32%
  • შპალერი - 13.21%
  • დიზელის საწვავი - 13.55%
  • ატამი - 13.92%
  • ნიორი - 16.72%
  • ვაშლი - 17.99%
  • ჭარხალი - 19.64%
  • მწვანილი - 22.6%
  • ინტერნეტის გადასახდელი - 40.83%
  • მწვანე ლობიო - 48.84%

ინფლაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს, რომელიც 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები