მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად? - სტატისტიკა

64521955887c5
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.23 12:31
947
საქსტატმა 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.

საქსტატი ინფლაცის ანუ სამომხმარებლო ფასების ცვლილებას, 300-ზე მეტი საქონლის ფასების შესწავლით ადგენს. ამაში შედის სურსათის; ტრანსპორტის თუ სხვა დასახელებების საქონლის და მომსახურების ფასები.

დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტად წინა წელთან შედარებით ნოტარიუსის მომსახურება გაძვირდა, სადაც ფასის მატება 96%-ია. მეორე ადგილზეა 92%-ით ხახვის ფასი, მესამეზე კი 49%-ით სარეცხი საპონის ფასის მატება.

ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი:

1. სანოტარო გადასახდელი - 96%
2. ხახვი - 92%
3. სარეცხი საპონი - 49%
4. ასლის გადაღება - 48%
5. მშრალი ბატარეა - 43%
6. დასწრება სპექტაკლზე - 35%
7. სიმინდის ფქვილი - 35%
8. კარტოფილი - 34%
9. მწვანე ლობიო - 33%
10. მეტროპოლიტენით მგზავრობა - 31%.

ყველაზე მეტად გაიაფებული საქონლის ჩამონათვალი:

1. კომბოსტო - 50%
2. ბენზინი - 37%
3. ანტიბიოტიკები - 35%
4. ქლიავი - 34%
5. მზესუმზირის ზეთი - 30%
6. ბადრიჯანი - 30%
7. ნიორი - 26%
8. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 26%
9. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 26%
10. წიწიბურა - 25%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები