პლანეტის გაციფრულებასთან ერთად, ონლაინ ვაჭრობა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად იქცა. თუ ადრე, ადამიანები ონლაინ შედარებით ძირითადად ძვირად ღირებულ ნივთებს ყიდულობდნენ, მაგალითად ტექნიკას ან ტანსაცმელს, დღეს ინტერნეტით ლამის ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ონლაინმაღაზიების მიმართ მომხმარებლების ნდობის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, გაიზარდა ამ სფეროს მიმართ ბიზნესმენებისა და ინვესტორების ინტერესი, რამაც ელექტრონული კომერციის ბაზარზე მრავალფეროვნება შექმნა. ზოგიერთი ქართული კომპანია სამომხმარებლო გამოცდილებაზე აპელირებს, ზოგიც კი - შეთავაზებული პროდუქციის მრავალფეროვნებაზე.
როგორც Extra-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიშა გოგოლაური TECH INFORM-ში ამბობს, კონკურენტებისგან Extra-ს რამდენიმე თვისება გამოარჩევს, მათ შორის შეთავაზებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, საუკეთესო ფასის გარანტია და მიტანის სისწრაფე.
“Extra-ზე მომხმარებელი იპოვის ყველაფერს, რაც მას სურს, რადგან საქართველოში ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს. ამ ეტაპზე Extra-ზე 170,000-მდე პროდუქტი არის განთავსებული, რაც მომხმარებლის ყველა სურვილის დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს. თუ მომხმარებელი Extra-ზე კონკრეტულ პროდუქტს ვერ აღმოაჩენს, შეუძლია დაგვიკავშირდეს და შევეცდებით, რომ ის ჩვენს პლატფორმაზე გავაჩინოთ.
კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება, რაც Extra-ს აქვს - საუკეთესო ფასის გარანტიაა. დაფუძნების დღიდან ვამბობთ, რომ თუ ვინმე სადმე უკეთეს ფასს იპოვის, Extra მას სხვაობას აუნაზღაურებს, რადგან ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს უკეთესი ფასი შევთავაზოთ.
კიდევ ერთი უპირატესობა “ექსტრა ექსპრესია” - სერვისი, რომლითაც ექვსი კატეგორიის პროდუქტები გამოძახებიდან 35-იდან 50 წუთამდე შუალედში მოგვაქვს. ჩემთვის, როგორც დაკავებული ადამიანისთვის, ეს პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.
მისივე თქმით, Extra-ს ახალი სერვისით კომპანიამ სწრაფი ვაჭრობის, ე.წ. “Quick Commerce”-ის ბაზარზე შეაბიჯა. როგორც გოგოლაური ამბობს, ამ სერვისის გამოყენების შემთხვევაში, მიტანის სისწრაფეს პროდუქტების იმ რამდენიმე სპეციალურ სივრცეში განთავსება უზრუნველყოფს, რომლებიც Extra-მ თბილისსა და ბათუმში მოაწყო.
“2023 წელს, EXTRA.GE-ისთვის დიდი ნიშანსვეტი ონლაინმაღაზია MOITANE.GE-ის შესყიდვა იყო, რამაც ჩვენი ბიზნესი რამდენიმე მიმართულებით გააუმჯობესა. მომხმარებლებს პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი შევთავაზეთ, მათთან უფრო მეტი შეხების წერტილი ვიპოვეთ და მივხვდით, რომ კონკრეტული პროდუქტები მათ უფრო სწრაფად სჭირდებოდათ. საპირწონედ ამისა, მომხმარებელს ახალი მომსახურება - “ექსტრა ექსპრესი” შევთავაზეთ”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.
თუმცა “ექსტრა ექსპრესი” ერთადერთი სერვისი არ არის, რომლითაც კომპანია მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილებას ჰპირდება. სასურველი პროდუქტების ნებისმიერი ადგილიდან გამოსაძახებლად, Extra-მ აპლიკაციაც შექმნა, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე საინტერესო ფუნქციონალსაც სთავაზობს.
“ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ ბევრმა ადამიანმა აპლიკაციის გამოყენება დაიწყო, რაც ჩვენთვის ძალიან სახარბიელოა, რადგან მომხმარებელთან პირდაპირი კავშირი გვაქვს. იმ ადამიანებს კი, ვინც აპლიკაციას იყენებენ, პროდუქტების შეკვეთა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ, ანუ პერსონალურ კომპიუტერს მიბმულები არ არიან.
გამოჩნდა ისიც, რომ მომხმარებლები ელექტრონული კომერციის პლატფორმებს ენდობიან. თავდაპირველად, როცა ამ ბაზარმა გააქტიურება დაიწყო, სანდოობის ხარისხი ასეთი არ იყო, მაგრამ დღეს, ონლაინმაღაზიების ნდობა შეგვიძლია, რადგან გაცვლა-დაბრუნების პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ, ფიზიკურ მაღაზიებს სჯობს.
კონკრეტულად Extra-ზე პროდუქტების ერთმანეთთან შედარებაც შეიძლება, როგორც ფუნქციებით, ასევე ფასით. ამასთან, ჩვენი პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია “კოკა-კოლა”, ხორცი, ტექნიკა და ბავშვისთვის საჩუქარი ერთად იყიდო, ანუ დაზოგო, როგორც დრო, ასევე ბიუჯეტი”, - აღნიშნა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.