მაღალმთიან აჭარაში მდებარე კემპინგის კონცეფციის სასტუმრო Hill Inn-ის თანადამფუძნებელი, მაია ვერძაძე BM.GE-სთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ბიზნესის კეთებისთვის მნიშვნელოვნი შემაფერხებელი ფაქტორია.
მისი ინფორმაციით, რეგიონში გზა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამასთან, ელექტროენერგიაა, რომელიც საათობით ქრება და საკუთარი ძალებით უწევთ პრობლემის მოგვარება.
"პრობლემები, რომელიც ბიზნესის წარმოებაში ხელს გვიშლის, ჩვენგან დამოუკიდებლადაა, თორემ რაც ბიზნესს ეხება, ვცდილობთ ჩვენი ძალებით მოვაგვაროთ. გამოწვევაა გზა და ელექტროენერგიის არასტაბილურობა. სრულიად მოულოდნელად, "ენერგო პრომ" შეიძლება გადაწყვიტოს და ელექტროენერგია 5 საათით გათიშოს, მაშინ როდესაც ამ სიცხეში გაგრილების სხვა ალტერნატივა არ გაქვს.
კომპანიის მხრიდან არანაირი პასუხი არ არის. ყველაფერი იმით რეგულირდება, რომ ადგილობრივად "ენერგო პროს" მიმაგრებული ჰყავს ელექტრიკოსები, რომლების დახმარებითაც ხდება პრობლემის აღმოფხვრა.ფაქტობრივად ჩვენს ენერგო პროს თანამშრომლები ვართ, რადგან ხშირ შემთხვევაში პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივდივართ.
რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ალტერნატიული ელექტროენერგიის წყაროსთვის მოგვება თავი. აქამდე ობიექტი კიდევ პატარა იყო და ახლა, როდესაც დამოუკიდებელი ბიზნესებიც დავიწყეთ გარდა სასტუმროსი, გენერაციის დამონტაჟება ვერ მოვახერხეთ, რომლის მონტაჟიც 40000 დოლარი ჯდებოდა. გრანტებს ჩვენ აქტიურად ვიყენებთ, თუმცა ისინი არასოდესაა მორგებული რომ გენერატორზე იყოს მორგებული. ისინი ძირითადად ნომრის დამატებას ან მის განახლებაზეა ორიენტირებული. და გენერატორს ვერ ვითხოვთ",- აცხადებს ვერძაძე.
ინფორმაციისთვის, მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში Hill Inn 2020 წლის მაისში გაიხსნა. პროექტის თავდაპირველი თვითღირებულება 45 000 ლარი იყო. ამ დროისათვის, სასტუმროში 24 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ერთი ღამით განთავსების ღირებულება ზაფხულის სეზონზე 310 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.