მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგას კაპიტალის ბაზარი საქართველოში? - დავით წიკლაურის პასუხი

63fb00d425b2c
მარიამ იზორია
26.02.23 11:55
896
USAID-ის საქართველოს ეკონომიკური ოფისის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩევლის დავით წიკლაურის შეფასებით, კაპიტალის ბაზარი საქართველოსთვის სიახლეა. ის თვლის, რომ ბაზარი ვითარდება, ახალი პროდუქტები ინერგება და ახალი მოთამაშეებიც ჩნდებიან, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა არსებობს. საკითხთან დაკავშირებით მან BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის გამოწვევებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისივე თქმით, მთავარ გამოწვევებს შორის ის არის, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ჯერჯერობით დიდი ფულადი რესურსი ჩადებული არ არის.

„საქართველოში ამ სფეროში ჯერ დიდი რესურსები ჩადებული არ არის, ბიზნესები უნდა გაიზარდონ, რომ მათი საქმიანობა ეფექტიანი და იაფი იყოს. აღსანიშნია, რომ ხშირად ასეთი კაპიტალის ფონდების ინვესტორები ევროპელი ინვესტორები არიან და ეძებენ ბიზნესებს, რომლებიც ევროპაში ახდენენ ექსპორტს. რატომ - იმიტომ, რომ ამით რისკები ბალანსდება, სწორედ ამიტომ ეს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სახელმწიფომაც უნდა წაახალისოს კაპიტალის ბაზრის განვითარება. ძალიან სწორად მიდის მოვლენები, მაგრამ შეიძლება კიდევ რაღაცების გაკეთება. პროგრესი არის, ფინანსები მოდის, თუმცა ყოველთვის ფინანსებში არ არის საქმე. ძალიან ხშირად გვქონია, შემთხვევა, როდესაც გვინდა ვნახოთ ბიზნესი ვისაც დავეხმარებით, მაგრამ პოვნა გვიჭირს. ანუ მარტო ფინანსები არ არის პრობლემა, პრობლემაა ის მეწარმეც, რომელიც მზადაა რომ ეს ფინანსები აითვისოს“ - აღნიშნავს დავით წიკლაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები