მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განრიგით სრულდება ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები? - TAV Georgia-ს პასუხი

tav

ისრაელში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, საქართველოში სხვადასხვა არხებით ვრცელდება ინფორმაცია ფრენების გადადებისა და დაგვიანებით შესრულების შესახებ. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით BM.GE-მ თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ს მიმართა და ისრაელიდან დაგეგმილი ფრენების შესახებ ინფორმაცია ითხოვა, რის შემდეგაც კომპანიამ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაგაცნობთ თბილისი - თელ-ავივი - თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგს, რომლებიც უახლოესი 24 საათის განმავლობაში შესრულდება:

10 ოქტომბერი
18:40 - თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 699;
00:50 - თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 700;
22:30 - თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5107;
23:40 - თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5108;
23:35 - თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 417; (სავარაუდოდ, რეისი შესრულდება 4-საათიანი დაგვიანებით)
00:35 - თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 418;
00:35 - თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5109;
01:40 - თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5120;

11 ოქტომბერი
09:00 - თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2695; (დამატებითი რეისი)
15:10 - თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2696", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.