მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება ომს საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობაზე? - იციკ მოშეს შეფასება

ისრაელი

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს განცხადებით, მიმდინარე ომი საქართველო - ისრაელს შორის არსებულ ეკონომიკური და კულტურულ კავშირებზე გავლენას ვერ მოახდენს. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში მოშემ განაცხადა, ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით კავშირები იზრდება და ეს პროცესი მომავალშიც შეუფერხებლად გაგრძელდება.

„საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობები მიმდინარეობს, ერთი არხია ისრაელიდან საქართველოში ტურიზმი, რომელიც ყოველ წელს 30%-ით იზრდება. მეორეა ეკონომიკური, კულტურული კავშირები. მე არ მჯერა, რომ ამ ეტაპზე რაიმე გავლენა ექნება ქვეყნებს შორის მიმდინარე პროცესებს. ყველაფერი გრძელდება, ისრაელის ბიზნესი საქართველოში მუშაობს.

ისრაელში დღეს ძირითადი თემაა როგორ დაიცვან საკუთარი თავი. როგორ მოუღონ ბოლო ტერორს, რაც რთულია. რთულია, როდესაც ადამიანებს არ აინტერესებთ - რა ხდება თავიანთი მოქალაქეების, ბავშვების თავს. ეს არ არის ბრძოლა მუსლიმების წინააღმდეგ, ისლამის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა მხოლოდ ტერორის წინააღმდეგ. ყოველთვის, როცა საუბარია იმაზე თუ რა ხდება ამ რეგიონში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისრაელი მხოლოდ ბარბაროსების ქცევას პასუხობს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

FDI, ვაჭრობა, გზავნილები, ტურიზმი - როგორია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კავშირი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები