მეწარმეებს, რომლებმაც პროტესტის გამო მერიის საშობაო ბაზრობაზე უარი თქვეს, ონლაინ პლატფორმა Happy EU Year გააერთიანებს. განცხადების მიხედვით, პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ არა მხოლოდ კატეგორიების მიხედვით მარტივად შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, არამედ, სოლიდარობა გამოუცხადოთ მეწარმეების პროტესტს. "მიგვაჩნია, რომ წელს დედაქალაქის ქუჩებში პროტესტის ხმა ყველგან უნდა ისმოდეს!- ვკითხულობთ განცხადებაში. პლატფორმის შექმნის წინაპირობა კი ის არის, რომ გასულ დღეებში 300-მდე მეწარმემ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად უარი თქვა მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზარში მონაწილეობასა და წლის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პერიოდში შემოსავლის მიღებაზე.
სტუმარი: ნინა სლეპჩენკო - “საინის” თანადამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად