მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა იქონია პანდემიამ უმსხვილეს ამერიკულ ნავთობკომპანია Exxon-ზე?

601a9e0a1ac6c
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.21 21:18
934
ნავთობის მწარმოებელი ამერიკული უმსხვილესი კომპანია Exxon-ი ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად არის ზარალზე, მიზეზი ნავთობპორდუქტზე შემცირებული მოთხოვნაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ 22.4 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძლავების გამო და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეემცირებინა სამუშაო ადგილები.

ნავთობკომპანია ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიამ შეცვალა Exxon-ის გეგმები ინვესტიციების განხორციელბასთან მიმართებით, რადგან კორონავირუსის პანდემიამდე კომპანია 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავდა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიმართულებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის უდიდესმა ნავთობის მწარმოებელმა კომპანია Exxon-მა 2019 წელი 14 მილიარდი აშშ დოლარის მოგებით დაასრულა, თუმცა პადემიის გამო 2020-ში კომპანიის შემოსავალი 30%-ით შემცირდა და 181.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები