მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენას ახდენს საწვავის ფასი ინფლაციაზე? - კობა გვენეტაძე

6064b1b912ac7
BM.GE
31.03.21 23:10
776
თუ უცხოურ ბაზარზე ძვირდება საწვავი, ეს გადმოეცემა საქართველოს და შეუძლებელია მასთან გამკლავება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ონლაინ ფორუმზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საწვავის ფასის მატებასთან გამკლავება შესაძლებელია, თუკი ძალიან გავზრდით საპროცენტო [რეფინანსირების] განაკვეთს, მაგრამ ეს ძალიან დანახარჯიანი იქნება ეკონომიკისათვის.

„იყო მიწოდების ჯაჭვების რღვევა, წარმოების ხარჯების გაზრდა. დოლარში აღებული სესხები გაძვირდა და ამას დაემატა სასაქონლო პროდუქტებზე საერთაშორისო დონეზე ფასების გაზრდა - ასე რომ თუკი რომელიმე ფაქტორი იყო, ყველა მათგანი უარყოფითია, რაც მოქმედებდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საერთო მოთხოვნა შემცირდა, რაც საგარეო და შიდა მოთხოვნის კლებით იყო განპირობებული.

დეკემბერში, იანვარში და თებერვალში სუბსიდირების ეფექტი აისახა ინფლაციაზე, რაც ასევე ინფლაციის დათვლის საერთაშორისოდ მიღებული მეთოდია, მაგრამ ჩვენ როგორც დავაანონსეთ ვუყურებთ ინფლაციის პროგნოზს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები