მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გახდა საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი? - განცხადება

60511a194b59f
თამთა ჯიჯავაძე
17.03.21 00:47
2643
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დედაქალაქსა და რეგიონებში ელექტროენერგია დაახლოებით 1 საათის წინ ავარიულად გაითიშა. ელექტრომომარაგების აღდგენა დაწყებულია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები