2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს Eauction-ის სისტემით 300 მილიონზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები გაიყიდა. ყველაზე ძვირად რეალიზებულ ლოტებს შორის პირველ ადგილზე თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 9,200 კვადრატული მეტრის შენობაა, რომელიც თბილისში ჭავაჭავაძის 49-ში მდებარეობს. აღნიშნული უძრავი ქონება 35.8 მილიონ ლარად IG Development-მა შეიძინა.
უძრავ ქონებებს შორის მეორე ადგილზეა თბილისში ჩიქოვანის ქუჩაზე ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა, რომელიც 28.2 მილიონ ლარად ვისოლ ჯგუფთან დაკავშირებულმა "კოსტავა თაუერსმა" შეიძინა.
გარდა უძრავი ქონებისა სახელმწიფომ 2025 წელს ათობით მილიონი ლარის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებიც გაყიდა, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული ლიცენზია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ანდეზიტის მოპოვებას უკავშირდებოდა, რაც აუქციონზე 31.9 მილიონ ლარად გაიყიდა.
ამასთან, პრივატიზაციის შედეგები აჩვენებს რომ განსაკუთრებით აქტიურად იყიდება უძრავი ქონება თბილისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავისა და გარდაბნის მიმდებარედ.
2025 წლის განმავლობაში რეალიზებული ქონება/ლიცენზიები, რომელთა ფასიც 1 მილიონ ლარს აჭარბებს ასე ნაწილდება:
| # |
რეალიზებული ქონებისა და ლიცენზიების მოკლე აღწერა |
ფასი (ლარი) |
| 1 | თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №49/49ა — მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობებში სახელმწიფოს წილი (ჯამში ~9 285 კვ.მ) | 35,778,188 ლარი; |
| 2 | ქობულეთი, სოფ. კვირიკე — ანდეზიტ-პორფირიტის საბადო (67 400 მ³) | 31,860,254 ლარი; |
| 3 | თბილისი, ჩიქოვანის ქ. №14 — მიწის ნაკვეთი (16 837 კვ.მ) | 28,210,000 ლარი; |
| 4 | ახალქალაქი, არაგვა — ვულკანური ღორღის საბადო (214 500 მ³) | 18,501,537 ლარი; |
| 5 | გარდაბანი/რუსთავი — რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კმ, მიწის ნაკვეთები და შენობები (ჯამში 404 684 კვ.მ) | 15,460,000 ლარი; |
| 6 | ბათუმი — ყოფილი „ბათუმის სატვირთო ეზო“ (18 931 კვ.მ) | 13,615,326 ლარი; |
| 7 | საქართველოს საზღვაო წყლები — აკვაკულტურის ნებართვა | 10,700,000 ლარი; |
| 8 | თბილისი, ლევან ჩარკვიანის ქ. №10 — მიწა და შენობები (11 949 კვ.მ) | 7,543,000 ლარი; |
| 9 | ჭიათურა, პერევისა — ბაზალტის საბადო (147 700 მ³) | 7,025,906 ლარი; |
| 10 | თბილისი, ტაბახმელა, გიორგი კვინიტაძის ქ. №22 — მიწა და შენობები (84 926 კვ.მ) | 6,847,500 ლარი; |
| 11 | გარდაბანი, სოფ. ვაზიანი — სასოფლო-სამეურნეო მიწა (574 605 კვ.მ) | 6,310,000 ლარი; |
| 12 | თბილისი, ლილო, იუმაშევის ქ. — მიწა და ინფრასტრუქტურა (70 075 კვ.მ) | 5,745,000 ლარი; |
| 13 | ახალქალაქი, არაგვა — ვულკანური ღორღის საბადო (214 500 მ³) | 4,521,269 ლარი; |
| 14 | მცხეთა, სოფ. ნაფეტვრები — მიწის ნაკვეთი (99 973 კვ.მ) | 4,505,000 ლარი; |
| 15 | რუსთავი, VII მიკრორაიონი — მიწა და შენობები (5 313 კვ.მ) | 4,002,000 ლარი; |
| 16 | ასპინძა — მტკვრის ქვიშა-ხრეშის საბადო (156 225 მ³) | 3,849,122 ლარი; |
| 17 | ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №37 — მიწა და შენობები (12 648 კვ.მ) | 3,552,000 ლარი; |
| 18 | გურჯაანი, ჭერემი — ტორფის საბადო (147 989 ტ) | 3,115,000 ლარი; |
| 19 | თბილისი, ნოდარ სიგუას ქ. №16 — მიწა, შენობები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა (22 529 კვ.მ) | 3,077,000 ლარი; |
| 20 | მცხეთა — გლდანი, საგურამო — სასოფლო მიწები (ჯამში 82 488 კვ.მ) | 2,943,500 ლარი; |
| 21 | მცხეთა, სოფ. ნაფეტვრები — მიწის ნაკვეთი (36 200 კვ.მ) | 2,933,000 ლარი; |
| 22 | გარდაბანი, სოფ. ვაზიანი — სასოფლო მიწა (574 605 კვ.მ) | 2,880,000 ლარი; |
| 23 | საგარეჯო, სოფ. გიორგიწმინდა — სასოფლო მიწა (200 000 კვ.მ) | 2,500,000 ლარი; |
| 24 | მცხეთა, სოფ. ნაფეტვრები — მიწის ნაკვეთი (12 042 კვ.მ) | 2,263,000 ლარი; |
| 25 | თბილისი, პეტრე იბერის ქ. — ორი ნაკვეთი და შენობა (ჯამში 854 კვ.მ) | 2,197,000 ლარი; |
| 26 | გარდაბანი, სოფ. გამარჯვება — მიწის ნაკვეთი (24 842 კვ.მ) | 2,157,000 ლარი; |
| 27 | თბილისი, იუმაშევის ქ. — მიწის ნაკვეთი (7 000 კვ.მ) | 2,132,000 ლარი; |
| 28 | გარდაბანი — „თბილწყარო“, სასოფლო მიწები (ჯამში 852 014 კვ.მ) | 2,104,500 ლარი; |
| 29 | კასპი, აღაიანი — ქვიშა-ხრეშის საბადო (97 530 მ³) | 2,049,893 ლარი; |
| 30 | რუსთავი — მიწა და შენობები (6 714 კვ.მ) | 2,002,000 ლარი; |
| 31 | გარდაბანი, მარტყოფი/ვაზიანი — მიწა და შენობები (ჯამში ~32 333 კვ.მ) | 1,797,550 ლარი; |
| 32 | გარდაბანი, სოფ. ახალი სამგორი — მიწის ნაკვეთები (286 922 კვ.მ) | 1,727,000 ლარი; |
| 33 | გარდაბანი, სოფ. მარტყოფი — მიწის ნაკვეთი (10 708 კვ.მ) | 1,705,000 ლარი; |
| 34 | ახალციხე/კლდე — ფოცხოვისწყლის ქვიშა-ხრეში (73 410 მ³) | 1,653,680 ლარი; |
| 35 | თბილისი, იუმაშევის ქ. — მიწის ნაკვეთი (4 612 კვ.მ) | 1,629,000 ლარი; |
| 36 | გარდაბანი, აღთაქლია — მტკვრის ქვიშა-ხრეში (164 895 მ³) | 1,628,529 ლარი; |
| 37 | თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №49 | 1,465,000 ლარი; |
| 38 | თბილისი, იუმაშევის ქ. — მიწის ნაკვეთი (5 000 კვ.მ) | 1,461,000 ლარი; |
| 39 | ახალციხე/კლდე — ფოცხოვისწყლის ქვიშა-ხრეში (73 410 მ³) | 1,446,970 ლარი; |
| 40 | ახალციხე/მინაძე — ფოცხოვისწყლის ქვიშა-ხრეში (75 750 მ³) | 1,439,764 ლარი; |
| 41 | თბილისი, იუმაშევის ქ. — მიწის ნაკვეთი (4 000 კვ.მ) | 1,419,000 ლარი; |
| 42 | ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. — მიწის ნაკვეთი (9 599 კვ.მ) | 1,349,000 ლარი; |
| 43 | რუსთავი, XVIII მიკრორაიონი — მიწის ნაკვეთი (3 493 კვ.მ) | 1,225,000 ლარი; |
| 44 | რუსთავი, XVIII მიკრორაიონი — მიწის ნაკვეთი (5 463 კვ.მ) | 1,223,000 ლარი; |
| 45 | თბილისი, ქიზიყის ქ. — მიწის ნაკვეთი (7 692 კვ.მ) | 1,159,000 ლარი; |
| 46 | ქობულეთი, სოფ. ციხისძირი — მიწის ნაკვეთი (7 701 კვ.მ) | 1,147,000 ლარი; |
| 47 | წყალტუბო, სოფ. მუხიანი — მიწის ნაკვეთები (ჯამში 129 101 კვ.მ) | 1,147,000 ლარი; |
| 48 | თბილისი, მიხეილ გრიგორაშვილის ქ. №80 — მიწის ნაკვეთი (7 495 კვ.მ) | 1,130,000 ლარი; |
| 49 | მარნეული, ყულარი — დებედას ქვიშა-ხრეში (222 450 მ³) | 1,118,530 ლარი; |
| 50 | თბილისი, აბუსერიძე-ტბელის ქ. №15 — მიწა და შენობები (2 263 კვ.მ) | 1,115,000 ლარი; |
| 51 | თბილისი, ქინძმარაულის ქ. №39 — მიწა და შენობები (5 602 კვ.მ) | 1,114,000 ლარი; |
| 52 | მცხეთა, გალავანი — თეზამის ქვიშა-ხრეში (190 890 მ³) | 1,113,414 ლარი; |
| 53 | მცხეთა, სოფ. შანკევანი — მიწის ნაკვეთი (8 103 კვ.მ) | 1,106,000 ლარი; |
| 54 | თბილისი, კუკური გოგიაშვილის I შესახვევი — მიწის ნაკვეთი (1 591 კვ.მ) | 1,090,000 ლარი; |
| 55 | ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. — მიწის ნაკვეთი (607 კვ.მ) | 1,082,020 ლარი; |
| 56 | ასპინძა, ხიზაბავრა — მტკვრის ქვიშა-ხრეში (33 825 მ³) | 1,080,540 ლარი; |
| 57 | რუსთავი, XVIII მიკრორაიონი — მიწის ნაკვეთი (5 482 კვ.მ) | 1,047,000 ლარი; |
| 58 | გარდაბანი, სოფ. გამარჯვება — მიწის ნაკვეთი (31 065 კვ.მ) | 1,045,000 ლარი; |
| 59 | თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №116 | 1,030,000 ლარი; |
| 60 | გარდაბანი, აღთაქლია — მტკვრის ქვიშა-ხრეში (164 895 მ³) | 1,025,370 ლარი; |
| 61 | ახალციხე — ფოცხოვისწყლის ქვიშა-ხრეში (95 250 მ³) | 1,024,932 ლარი; |
| 62 | რუსთავი, VIII მიკრორაიონი — მიწა და შენობა (2 650 კვ.მ) | 1,002,000 ლარი. |




























