მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გეგმები აქვს Galt&Taggart-ს?

Galt

Galt & Taggart-ის სამომავლო გეგმებში პროდუქტების გამრავალფეროვნება და ტექნოლოგიური განვითარებაა. როგორც საინვესტიციო ბანკის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნიშნიანიძემ "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, გეგმების ნაწილი ასევე მოიცავს სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც Galt & Taggart-ის ჩართულობით ხორციელდება.

"პროგრამის განვითარება სომხეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გეგმების მიმართულებით. იქედან გამომდინარე, რომ წარმატებული პროექტი იყო საქართველოში, ეხლა ხდება, როგორც იცით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამის ასე ვთქვათ, ანალოგის რეპლიკა.

გეგმაშია პროდუქტების გამრავალფეროვნება. გავაკეთებთ CFD პროდუქტების უფრო მეტად გამრავალფეროვნებას, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა ჩვენი კლიენტებისთვის. ასევე, გვინდა Index Option-ის დამატება, როგორც პროდუქტის, რომელიც საშუალებას მისცემს, ვთქვათ, არასაბირჟო საათებშიც ივაჭრონ და ის უპირატესობა გამოიყენონ კლიენტებმა, რასაც ბირჟის დახურვის შემდეგ ვოლატილობა სთავაზობს ხოლმე ზოგადად კლიენტებს. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებითაც საკმაოდ კარგი და კონკრეტული გეგმები გვაქვს",- ამბობს დავით ნიშნიანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები