TBC Capital-ის თანახმად, 2025 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $1 312 შეადგინა.
როგორც საინვესტიციო ბანკის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში ვკითხულობთ, 2025 წელს თბილისში ბინების ფასები მათი კატეგორიების მიხედვითაც განსხვავდებოდა.

შესაბამისად, 2025 წელს ბინის საშუალო გასაყიდი ფასები, კატეგორიების მიხედვით, $786-$4 088 დიაპაზონში მერყეობდა. პუბლიკაციაში აღნიშნული არ არის, რომელ კატეგორიაში რამდენი ბინა გაიყიდა წლის განმავლობაში.
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2019-2025 წლებში ყველაზე მეტად, 9%-ით, ეკონომ+ სეგმენტის ბინები გაძვირდა, ყველაზე ნაკლებად, 2%-ით კი - ლუქს კლასის.
სხვა კატეგორიებზე 2019-2025 წლების CAGR ზრდა ასე განაწილდა:
- ლუქს კლასი - +2%
- პრემიუმი + - +6%
- პრემიუმი - +7%
- კომფორტი - +8%
- ეკონომ+ - +9%
- ეკონომი - +6%
გარდა ამისა, 2025 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი 2024 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 1.28 მლნ კვ.მ-ს გაუტოლდა (+2% წ/წ). ნებართვები ძირითადად კონცენტრირებულ იყო დიდ დიღომში, ისანსა და გლდანში.




























