მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირებულებებს ეფუძნება “ბიოგრაფი ლივინგის” ბრენდი? - ვასილ ფხაკაძის განმარტება

ვასილ ფხაკაძე

ბოლო წლებში, ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი უძრავი ქონების ბაზარმა დაიკავა, რომელზედაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურის 7.8% მოდის. უძრავი ქონების სექტორის ეკონომიკური მოგებიანობის და ამ ტიპის პროდუქტზე დიდი ინტერესის ფონზე ფონზე, ბოლო დროს, ქართულ დეველოპერულ სექტორში ბევრი კომპანია გამოჩნდა. ერთ-ერთი დეველოპერული კომპანია, რომელიც ახალი კომპანიების თანრიგს განეკუთვნება - “ვისოლ ჯგუფის” შვილობილი “ბიოგრაფი ლივინგია”, რომელიც ბაზარზე წელს გამოჩნდა.

როგორც “ბიოგრაფი ლივინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, კომპანიის შედარებით მცირე ასაკის მიუხედავად, ბრენდი, რომელსაც “ბიოგრაფი ლივინგი” მომხმარებელს სთავაზობს, რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნებოდა, თანაც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ბიოგრაფი ლივინგი” ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, დიდი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, რაც ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით ბრენდის ფორმირებაზე ვმუშაობთ და შესაბამისად, ბრენდის პრიორიტეტები თავიდანვე გათვალისწინებული გვაქვს.

გვინდა შევქმნათ გრძელვადიანი ხედვის მქონე ბრენდი, რომლის მთავარი აქცენტი - ხარისხი იქნება”, - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” და დასძინა, რომ ეს ღირებულებები უკვე აისახა, როგორც "ბიოგრაფი ლივინგის" დაწყებულ, ასევე დაანონსებულ პროექტებში.

"ჩვენი პირველი პროექტი - “საკენი”, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარეობს, ყოფილი სასტუმრო “აფხაზეთის” ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. აქ, “ბიოგრაფი ლივინგი” უნიკალურ მულტიფუნქციურ კომპლექსს ქმნის, სადაც განთავსდება, როგორც სპორტული დარბაზი, ასევე რესტორნები, კაფე-ბარები, ღია და “ოქტოპუსის” 25-მეტრიანი დახურული აუზი და “გასტრონომის” ჰიპერმარკეტი. ჩვენი კონცეფცია - მცხოვრებისთვის მაქსიმალური კომფორტის მინიჭებას გულისხმობს, რათა მას მაქსიმალურად ახლოს ჰქონდეს ყველა ის პროდუქტი და სერვისი, რომელიც მას ყოველდღიურად სჭირდება.

ამავე კონცეფციით კეთდება პროექტი “მატიანი”, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს, სადაც მცხოვრებლებს იმავე ბრენდებს შევთავაზებთ, რასაც “საკენში”. ეს ბრენდები, რასაკვირველია, პრემიუმ-ბრენდები არიან - ჩვენი მიზანი უბრალოდ ფიტნესდარბაზი ან სუპერმარკეტის მოწყობა არ არის, რადგან პრემიუმ-ბრენდებს ვეძებთ. ამ ბრენდებს პროექტის საწყის ეტაპზევე დავუკავშირდით, დაგეგმარების საკითხები გავიარეთ და ხელშეკრულებებიც გავაფორმეთ, ანუ ჩვენი ფართები მათ მოთხოვნებს არის მორგებული.

გვჯერა, რომ დღეს, ქართველ მომხმარებელს სწორედ ასეთი საცხოვრებელი სჭირდება, რადგან ის გაიზარდა - მისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ბრენდი და ფუნქციონალი და გვჯერა, რომ სწორედ “ბიოგრაფი ლივინგი” არის ის კომპანია, რომელიც ამ მოთხოვნას უპასუხებს და თბილისის დეველოპერული ბაზრის გამოწვევებს გაუმკლავდება", - აღნიშნა ვასილ ფხაკაძემ "საქმიან საღამოში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები