2023 წელს საქართველოში - 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი უცხოეთიდან გამოიწერეს. BMG-იმ ონლაინვაჭრობის სექტორის მასშტაბის დასადგენად შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ღირებულების ამანათებს იწერენ ქართველი მომხმარებლები უცხოეთიდან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ეს სექტორი წლიურად 20%-ით იზრდება.
საქართველოში მთელი რიგი სამომხმარებლო საქონელი, განსაკუთრებით კი ბრენდული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე ელექტროტექნიკა და სმარტფონები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აშშ-ის თურქეთის, ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე. ამასთანავე, საქართველოში ადგილობრივი რიტეილერების ფასდაკლებების აქციები, როგორიცაა შავი პარასკევი და კიბერორშაბათი, რაც საქართველოში იმ მასშტაბის არაა, როგორც ევროპასა და აშშ-ში.
ამ საფასო სხვაობის გამო მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის უცხოეთიდან გამოწერა უფრო ხელსაყრელია.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 300 ლარამდე ღირებულების ამანათი გათავისუფლებულია განბაჟების დღგ-ის გადასახადელისგან, შესაბამისად მომხმარებლების უმეტესობა ძირითადად ამ ზღვარზე ($112 დოლარზე) დაბლა მყოფი საქონლის გამოწერით არის დაკავებული.
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, გამოწერილი 7 მილიონი ამანათიდან 95%-ის დეკლარირებული ღირებულება 300 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად ისინი დღგ-ის გადახდას არ დაექვემდებარნენ, ხოლო საშუალო ამანათის ფასი ამ სეგმენტში 44 ლარი, ანუ $17 დოლარი იყო. ხოლო 300 ლარზე ძვირად ღირებული ამანათების რაოდენობა 300 ათასს აღემატებოდა, ხოლო საშუალო ამანათის საფასური 658 ლარი, ანუ 246 დოლარი იყო. ამ კატეგორიის ამანათების დღგ-ისგან კი სახელმწიფო ბიუჯეტმა 36 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
უცხოეთიდან ონლაინ ვაჭრობის სექტორი ყოველწლიურად დაახლოებით 20%-ით იზრდება, შესაბამისად, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ქართველი მომხმარებლების მიერ გამოწერილი ამანათების რაოდენობა 8.7 მილიონს, ხოლო შესყიდული საქონლის ღირებულება 621 მილიონს მიაღწევს.