მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბალი? - ასოციაცია

ხორბალი

საქართველოში ხორბლის აღება გრძელდება. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს და როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს.

ხორბლის მსოფლიო და რეგიონალურ ბაზარზე არსებული მდგომარეობის და ამ ფონზე ქართული ხორბლის მოსავლის აღება- დაბინავების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას bm.ge გთავაზობთ:

"მსოფლიო და რეგიონალური ბაზარზე მიმდინარე პროცესები

1 ივნისის მდგომარეობით მარცვლეულის საერთაშორისო საბჭომ (IGC) გამოაქვეყნა მსოფლიო ხორბლის მოსავლის პროგნოზი 2024/2025 სასოფლო-სამეურნეო წელს (2024 წლის ივლისი-2025 წლის ივნისი) რომელიც 793,1 მლნ ტონამდე (-1,4 მლნ) შემცირებულია.

კერძოდ: რუსეთის ფედერაცია. ხორბლის მოსავლის პროგნოზი ასევე შემცირდა - 81,8 მილიონი ტონა მაისის 85,5 მილიონის წინააღმდეგ. ხორბლის ექსპორტის შეფასებები 46,6 მილიონიდან 43,3 მილიონ ტონამდე დაეცა.

ევროპა: წინასწარი შეფასებით, 2024/2025 წლების სასოფლო-სამეურნეო სეზონში ევროკავშირში 129,3 მილიონი ტონა ხორბალი (უცვლელი )მოვა. ევროკავშირი მათ შორის 33,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს განახორციელებს, (+1 მლნ).

ყაზახეთი: ხორბლის მოსავლის პროგნოზი უცვლელი დარჩა - 13 მლნ ტონა. ხორბლის ექსპორტი 9,1 მლნ ტონას (+100 ათასი) შეადგენს.

უკრაინა: შემცირდა ხორბლის მოსავალი 23,4 მლნ ტონამდე (23,7 მლნ).უკრაინა და 13 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტს განახორციელებს .

ივნისის თვის დასაწყისში გამოქვეყნებული აღნიშნული პროგნოზები მაისის თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ მსოფლიო ბაზრის მოსალოდნელი ტენდენციების ნეგატიურ პროგნოზებთან ერთად ჯერ კიდევ ახლო მომავალში ინერციით ხელს უწყობდა ფასების აღმავალ ტრენდს , მათ შორის ერთ ერთ ერთი ძირითადი ფაქტორი იყო რუსეთში მაისის ყინვების შედეგად ხორბლის მოსალოდნელი მოსავლის საკმაოდ მაღალი პროცენტის განადგურება. თუმცა ივნისის პირველი დეკადის ბოლოს სულ უფრო აქტიურად დაიწყო მოქმედება ხორბლის ახალი მოსავლის აღების, როგორც ლოგიკურად მოსალოდნელმა ფასების შემცირების ფუნდამენტალურმა ფაქტორმა, ასევე ახალმა ფაქტორებმა (- რუსეთის სამხრეთ რაიონებში ადრეულად მოსავლის აღების დაწყებამ, ახალი და ძველი მოსავლის ერთდროული შეთავაზებამ ბაზარზე ფასებზე წნეხი გამოიწვია) - 5 ივნისიდან რუსეთში ხორბალზე მცურავი საექსპორტო ბაჟის მეთოდიკის ცვლილებამ რუსეთიდან ხორბლის მცურავი ბაჟის 30%-ით შემცირება გამოიწვია - მოხდა რუსული რუბლის გაუფასურება, რამაც დოლარში ფასების შემცირება გამოიწვია ყოველივე ზემოაღნიშნული შედეგად დღევანდელ სიტუაციაში ჯერ კიდევ მაისში არსებული აღმავალი ტრენდი ფასების დაღმავალი ტრენდით შეიცვალა.

წინასწარი მონაცემებით და ანალიტიკოსების აზრით, არსებული დაღმავალი ტრენდის ერთ ერთი ფუნდამენტალური ფაქტორი, მოსავლის აღება-დაბინავება რუსეთის სამხრეთ (საექსპორტო) რეგიონებში იმოქმედებს, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე და შემდეგ დასტაბილურდება. თუმცა შემდგომში ფასების ტენდენცია დამოკიდებული იქნება ძირითად ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნების მიერ ქვეყნებში მოსავლის რაოდენობაზე, საექსპორტოდ გამოცხადებულ მონაცემებზე, აგრეთვე მათ შორის რუსეთში ხორბლის საექსპორტო ბაჟის და დოლარის გაცვლით კურსის და სხვა მონაცემებზე.

საქართველოს ბაზარი და შესყიდვის ფასები. მსოფლიო და რეგიონალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა ასახვა პოვა საქართველოს ხორბლის ბაზარზე

თუ მაისის თვის იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ფასი 800 ლარი/ტონა(დღგ-ს ჩათვლით) იყო - წისქვილში 10 ივნისისათვის იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ფასი 730-750 ლარი/ტონა (დღგ-ს -ჩათვლით) - წისქვილში ქართული სასურსათო ხორბლის წისქვილში ჩაბარების ფასი 600-650 ლარი/ტონა.

საქართველოში მაისის წვიმებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი და მათ შორის საჰექტარო მოსავლიანობა იქნება მაღალი. მიუხედავად იმ შეფერხებისა, რომელიც დაფიქსირდა ალაზნის ველზე მოსავლის აღების დასაწყისში შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავლის და ფასის მოლოდინი კვლავ არსებობს. - დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ ჩაბარებული 6 000 ტონამდე ხორბალი, ტრადიციულად ფასის ტრენდიდან გამომდინარე ფერმერები ინდივიდუალურად წყვეტენ განახორციელონ ხორბლის ჩაბარება ამ პერიოდში, თუ დაასაწყობონ და შემდგომ პერიოდში მოახდინონ რეალიზაცია. ნაწილი ფერმერები ტრადიციულად აბინავებს, ფასის შესაძლო გაძვირების მოლოდინით და შემდგომ უფრო გვიან პერიოდში ხორბლის რეალიზაციის მიზნით. დღეის მდგომარეობით ხორბლის ჩაბარების ტემპი და რაოდენობა მრავალწლიურ პრაქტიკასთან მიახლოებულია", - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება პროცესის გამჭვირვალობას "გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო მოქმედება ხორბლის აღება ჩაბარების შტაბმა. რომლის შემადგენლობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არიან: მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის (მეხორბლეების), ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის(წისქვილები) და პურის მრეწველთა კავშირის (პურის მწარმოებლები), შესაბამისად, ხორციელდება ფერმერების და წისქვილკომბინატების და პურის მწარმოებლების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით, როგორც ხარისხის ასევე ფასის კუთხით. აგრეთვე მიმდინარეობს პირდაპირი მონიტორინგი ბაზარზე ფქვილის და პურის არსებული ფასებთან დაკავშირებით. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წარმატებულ წელს უსურვებს ფერმერებს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები