Slovenian Railways-მა ახალი სარკინიგზო ხაზი აამოქმედა, რომელზეც მატარებელი, ორი საათის განმავლობაში, სამ ევროპულ ქვეყანასა და რვა ქალაქს გაივლის.
Euronews-ის ინფორმაციით, იმავე ქვეყნებში 5-საათიანი სარკინიგზო ხაზი 30 წლის წინ დაიხურა, რის გამოც კომპანიამ მისი აღდგენა გადაწყვიტა. ახალი რკინიგზა ზაფხულის თვეებში იმუშავებს და 2024 წლის 30 სექტემბერს დაიხურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 8 ევროდან დაიწყება.
“სლოვენიის რკინიგზის” ახალი მარშრუტი 150 წლის წინ ავსტრია უნგრეთის იმპერიაში აშენებულ ლიანდაგებზე მოეწყო. მატარებელი გეზს იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან, საპორტო ქალაქ ტრიესტედან იღებს და სლოვენიის საზღვრისკენ გაემგზავრება, სადაც ოთხ სხვადასხვა სადგურს - Sežana, Divača, Pivka და Ilirska Bistrica - გაივლის. რის შემდეგაც მარშრუტი ხორვატიისკენ გაგრძელდება და კიდევ ორ სადგურს - Šapjane და Opatija Matulji - გაივლის, რის შემდეგაც დანიშნულების წერტილამდე, ხორვატიის ქალაქ რიეკაში ჩავა.
სარკინიგზო ხაზი იდეალურია საზაფხულო არდადეგებისთვის ან შაბათ-კვირისთვის, რადგან მატარებელი ტრიესტედან 07:50 საათზე გამოდის და 09:54 საათზე უკვე დანიშნულების ადგილზეა, უკანა გზას კი 18:25 საათიდან 20:40 საათამდე ახორციელებს.
ბილეთის ღირებულება სრულ გზაზე 8 ევროდან იწყება, თუმცა შესაძლებელია, ტური სურვილისამებრ დაიგეგმოს და მგზავრობაც 8 გაჩერებიდან ნებისმიერზე დაასრულოთ.
რკინიგზის ეს ხაზი ჯერჯერობით 30 სექტემბრამდე იმოქმედებს, თუმცა სარკინიგზო კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მას ყოველდღიური სახე მიეცემა.