მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს ხორბალი ბირჟაზე?

ხორბალი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის საექსპორტო ფასი ერთ კვირაში 2.5%-ით შემცირდა, რაც ბაზარზე მიწოდების აღდგენით და სავაჭრო ჯაჭვების გადალაგებით არის განპირობებული.

ამ მცირედი კორექციის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ხორბალი 15%-ით არის გაძვირებული, რისი მთავარი მიზეზიც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის პარალიზებაა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბუშელი საქონლის ფასი ბირჟაზე 5.8 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსების განმარტებით, ინვესტორები და ტრეიდერები ამჟამად იმ პოტენციურ გავლენას აფასებენ, რომელიც შესაძლოა ამ კონფლიქტმა მარცვლეულის მიწოდების ჯაჭვსა და ლოგისტიკაზე იქონიოს.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ირანი არ წარმოადგენს ხორბლის მსხვილ ექსპორტიორს, რეგიონში დაძაბულობის ზრდამ ნავთობის ფასების მერყეობა და სატვირთო გადაზიდვების დაზღვევის გაძვირება გამოიწვია, რაც ნებისმიერი საექსპორტო საქონლის ღირებულებაზე პირდაპირ აისახება, რადგან გლობალურად ლოგისტიკა გაძვირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები