საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის საექსპორტო ფასმა ერთ თვეში 1.5%-ით მოიმატა, რისი მთავარი მიზეზიც გლობალურად კლიმატური პირობების გაუარესებაა.
ამჟამინდელი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 17%-ს აღწევს და ბუშელი საქონლის ფასი ბირჟაზე 5.9 დოლარს შეადგენს.
ხორბლის გაძვირებაზე აგრეთვე გავლენა იქონია სატრანსპორტო-ლოგისტიკური ხარჯების ზრდამ, რაც აშშ-ირანის ომით და ნავთობის გაძვირებით იყო განპირობებული.




























