მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ნავთობი და გაზი?

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ვოლატილობის მაღალი დონე ისევ ნარჩუნდება – დღეს ბარელი Brent-ის ფასი 107 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI დაახლოებით 109 დოლარის ფარგლებშია, რაც 2%-იან კორექციას წარმოადგენს. მიუხედავად ამ მცირედი კლებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის საშუალოდ 80%-ით არის გაძვირებული.

რუსულ Urals-ს რაც შეეხება, მისი ფასი 121 დოლარის ფარგლებშია, რაც უჩვეულო მოვლენაა, რადგან, როგორც წესი, რუსული ნავთობი Brent-თან შედარებით იაფი ღირს, თუმცა ამჟამად ბაზარზე არსებული ანომალია ჰორმუზის სრუტის პარალიზებით არის განპირობებული.

ბუნებრივი აირის შემთხვევაში კვირის განმავლობაში 9%-იან კორექციას ვხედავთ და მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება დაახლოებით 50 ევროს შეადგენს, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები