საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი გაიაფებულია და გამონაკლისი არც რუსული ნავთობი არ არის.
ბარელი Urals-ის ტიპის ნავთობის ფასი 55 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში 19%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელსაც რუსული ნავთობი 2017-დან 2021 წლამდე აფიქსირებდა. მართალია, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ Urals-ის ფასი მოკლე პერიოდით 100 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ ფასი მკვეთრად დაეცა და ახლა სწორედ იქ არის, სადაც სხვა დროს ისტორიულად იმყოფებოდა.
საერთაშორისო ბაზარს რაც შეეხება, ბარელი Brent-ის ფასი 64 დოლარს შეადგენს, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებშია, ამ შემთხვევაში წლიურად 13%-იან კლებას ვხედავთ.
ზოგადად, ნავთობის გაიაფება მოთხოვნა-მიწოდების დასტაბილურებით, OPEC-ის პოლიტიკით და კრიზისთან დაკავშირებით პესიმისტური პროგნოზების გაქარწყლებით არის განპირობებული.
























