მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირებულების გაზი იყიდა საქართველომ რუსეთიდან?

64a4023a3fa95
მარიამ ვარადაშვილი
04.07.23 16:30
478
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოში 259 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, წლიური ზრდა 20.5%-ს შეადგენს.

გასულ წელს ქვეყანამ ბუნებრივი აირის იმპორტში 438 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც 2021 წელთან შედარებით 36%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთისგან 77.4 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, წლიური ზრდა 136%-ს შეადგენს.

რუსეთისგან განსხვავებით შემცირებულია აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ თითქმის 182 მლნ დოლარის მოცულობის გაზი იყიდა, გასულ წელთან შედარებით 0.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება ნავთობს, ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა. Galt & Taggart-ის თანახმად, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით.

2023 წლის აპრილში ფასი OPEC+-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო გაიზარდა, თუმცა სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე. დღეის მდგომარეობით, ნავთობის [brent] ფასი 75.5 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები