მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს ბინები თბილისში? - საქსტატი მესამე კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს

635642efa67db
ინგა მურუსიძე
24.10.22 23:55
1036
2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე მაჩვენებლებით, განსაკუთრებით მოიმატა ფასმა კერძო სახლებზე.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებელ სეგმენტში 1 კვ.მ. -ის მედიანური ღირებულება თბილისის უბნების მიხედვით ასეთია:

ბინები:

მთაწმინდა - 4 931 ლარი, ვაკე - 4 129 ლარი, საბურთალო - 3 128 ლარი, ჩუღურეთი - 2 874 ლარი, დიდუბე - 2 701 ლარი და ა.შ. ყველაზე იაფად ბინის შეძენა შესაძლებელია სამგორში - 2 407 ლარად.

კერძო სახლები:

მთაწმინდა 3 456 ლარი, ვაკე - 3208 ლარი, საბურთალო - 2 868 ლარი, კრწანისი - 2 779 ლარი და ა.შ. ყველაზე იაფად კერძო სახლის შეძენა შესაძლებელია გლდანში - 1911 ლარად.





2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი). 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10.0 პროცენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები